.. შენი გაზაფხულის მე ვარ თოვლი. შენ, ჩემი შემოდგომის - მზის სხივი. დაღლილ ცხოვრებას, რომ ათბობდი. იმ დამთბარ ტკივილით ვიცინი. ნავებს ნაპირებთან აბამდნენ, მზეები ჩადიოდნენ სოხუმთან. როცა იმედები დაბრმავდნენ. გულებს ჭრილობა ვერ მოურჩა. მახსოვს, ბასრი სევდის მისტიკა. შორი ქვეყნებიდან მისტრალი. ჩვენმა სამშობლომ, რომ იტკინა, მე და შენ, ის დარდიც ვიყავით.
თოვლი მოვიდა, სადღაც, შორს. /წეროს თოვლია ეს თოვლი../ წრფელმა ღიმილმა დაახრჩო სევდა და ისე მესმოდი, როგორც გულიდან სისხლის ხმა. როგორც თვალების სიცილი.. მოურჩენელი ფიქრი ხარ, ჯერ არ დამდგარი ივლისის. ცხოვრება დიდი ტვირთია. სიცოცხლე ალბათ- ჯილდო და ორივე ისე მიფრინავს, რომ დავწეოდით გვინდოდა..
და ვდგავართ ბედის ნავებთან არც ნიჩაბი გვაქვს, არც აფრა.. ნავებიც ისე დაუბამთ, კვანძის გახსნაში დამთავრდა- სიცოცხლის ყველა შუკა და ცხოვრების ყველა შარაგზა. მთვარე სონატას უკრავდა, თვალებში, როცა დაზამთრდა. ჩვენ ხომ ვერაფერს შევცვლით- ვერ, ვამსხვრიოთ ყველა ფიცი რომ.. ვითომ, მოხუც ღმერთს ვესიზმრეთ, დავსხდეთ და ერთად ვიცინოთ..
24.06.24 02:02
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|