ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
10 ივლისი, 2024


Анна Ахматова - Покорно мне воображенье…

ანა ახმატოვა - მორჩილი წარმოსახვით

მორჩილი წარმოსახვით დროებით
წარმომიდგება რუხი თვალები,
ტვერში მოსახლე განმარტოებით
მწარედ გიგონებ განაწვალები.

სხვის ტურფა ხელებს ტყვედ შეევრდომე
ნევის ნაპირას,  გულის მშვენებავ,
ჩემო ცნობილო თანამედროვევ,
მოხდა იმგვარად, როგორც გენებათ.

ბრძანებით მამცნეთ თქვენი წადილი:
წადით, ჩაკალით ტრფობა ნაძღვნები!
ვდნები თანდათან, ნებაწაგვრილი,
მოწყენილია სისხლი ძარღვებში.

თუკი მოვკვდები, ჩემი პწკარებით
ვინ შეძლებს თქვენთან გასაუბრებას,
ვინ მოახერხებს ამქუხარებით
წარუთქმელ სიტყვის გახმაურებას?

10 ივლისი, გიორგი მთაწმინდელის (მთარგმნელის) ხს. დღე, 2024 წ.


Анна Ахматова - Покорно мне воображенье…

Покорно мне воображенье
В изображеньи серых глаз.
В моём тверском уединеньи
Я горько вспоминаю вас.

Прекрасных рук счастливый пленник
На левом берегу Невы,
Мой знаменитый современник,
Случилось, как хотели вы,

Вы, приказавший мне: довольно,
Поди, убей свою любовь!
И вот я таю, я безвольна,
Но всё сильней скучает кровь.

И если я умру, то кто же
Мои стихи напишет вам,
Кто стать звенящими поможет
Ещё не сказанным словам?

1913 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები