ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არავინ არ ვარ
ჟანრი: თარგმანი
11 ივლისი, 2024


ჭიდილი (Kimon Friar)

ჩემი მარტოობის ციხე:
სიცარიელის ხუნდები,
საფერფლეში ჩამწვარი მზე
და უდაბნო,
რომლისგანაც ვიცი
ვერ დავბრუნდები.

მემკვიდრეობით მერგო,
სახლი გაცრეცილი კედლებით,
სახლი აჩრდილებით სავსე
და სამშობლო
რომელიც სავსეა ცხედრებით.

ვერაფრით ვიკლავ სურვილს,
არც კი ვიცი მისი სახელი,
ამიტომ ყოველი დღე წამებაა
და ყოველ ღამე
მძინავს თვალებგახელილს.

თითქოს ცხოვრება სიზმარია,
უკვე მრავლჯერ ნანახი
მრავალთა მიერ
და გულიც მხოლოდ
მიფეთქავს სიზმრების კარნახით.

მომწყინდა უმიზნოდ ხეტიალი
ყორნები მომრავლდნენ ქალაქში,
ვიცი,
ყველაფერი ბედი არი
ყორნები მიხდიან პარაკლისს.

შევეჯიბრებოდი ბედის მწერალს
მის გრაგნილს წაკითხვისას დავწვავდი,
როგორც ჩანს არ დავნებდი- შევეგუე
გადავიხარხარე
და დავზავდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები