ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2024


* * *

ჩემი სურვილი ახლა მხოლოდ ჩემს სულში რჩება –
სად დაიმარხა ჩემი ფიქრი, ჩემი ხატება?
მისუსტებული მაჯისცემით ფეთქავს ცხოვრება –
გაუგებარი გარდასახვა თუ გაორება?
უნდა იტვირთო თუნდაც მონის მძიმე უღელი –
ო, ეს ყოფილა ხვედრი ჩემი აუტანელი.
უდროოდ დაჭკნა, დაიფერფლა ლურჯი იები
და მერე მივხვდი, ცოდვად მექცა მონანიება.
დათარეშობენ სივრცეებში კვლავ სატანები
და დაიმსხვრევა ჰორიზონტზე ბროლის ზმანება..
ახლა ჩემს სულში წყვდიადია და ღამე ბნელი –
მარადიული უძრაობა თუ ბრუნვა ნელი?
თუ აქ თავდება, თუ აქ წყდება ჩემი სავალი
და ნუთუ უკვე აღარ დამრჩა ამ სოფლის ვალი?
შევეგუები ამ ყოფასაც, ბედი უხეში
თუ დამატყვევებს სიბნელეში, როგორც ციხეში.
დე, ესე იყოს კვდომა ჩემი და სამარება –
მარადიული ნაყოფები რომელ ხეს ება?
სადღაც კი ალბათ ისევ გალობს ნაზად ბულბული.
გახსოვს ის მთვარე, ოქროსფერი მისი კულული?
მოგენატრება თავბრუდამხვევ ფერთა თარეში...
როდესმე მაინც გათენდება ამ ბნელ მხარეში!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები