| ავტორი: ჯი-კო ჟანრი: პოეზია 19 ივლისი, 2024 |
“მანტანა!“ სად არის ახლა სატანა! მე მტკივა სული! ბილიკი რთული - რომელი კიბე და სართული, სად არის აქ დასასრული? ცოდვები, ბოდვები, ლოდები.. ყვავილი მაღლა ასული, პოეტი გადაპარსული, ვღონდები, როდესაც მშორდები - ო, მუზა!. ჩვენება ან შეჩვენება, თავდავიწყება მენება - მწიფე ნაყოფის ნექტარი, სიზმრებით თრობა ნეტარი, შეუცნობელი სურნელი, სიოს ქროლება სულ ნელი, თავისთავადი ცხოვრება, ფიქრის თანდათან შორება, სად მოლანდება იწყება და მირაჟული ცის ნება, მიმიღეთ უცხო მხარეში, მომწყინდა ჭუჭყში თარეში, ქაოსებს თავი ვანებე და ვუბრუნდები ზმანებებს, მიმიღეთ! . . . თვალებს მიბრმავებს ნათელი! ო, სასწაულის მნახველი! მოფრინავს ლურჯი ფრინველი, გადაიშლება წინ მთელი უსაზღვროება ფერების, ცა არის აქ მოფერების და მესმის უცხო ბგერები! . . . შორს სადღაც რეკავს ზარები, კედელს დაუყვა ბზარები! ისევ გაიღო კარები და შემოიჭრა ქარები! „მანტანა!“ სად არის ახლა სატანა! მოუხმე...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა ნინო <3 მადლობა ნინო <3
1. 5 ქულა დავტოვე საერთოდ, თავფურცელზე ასეთი ცინცხალი რაღაცეები უნდა გადიოდეს. მოსაწყენია ეს ერთი და იმავეს ცოხნა, თუ ბუნებით შემოქმედი ხარ, ახალგაზრდა ადამიანს რატომ გინდა, სულ ეპიგონად დარჩე და ახალი არაფერი სცადო, თუნდაც არ გამოგივიდეს, არ მესმის. აგერ, სცადა ადამიანმა და გამოუვიდა. ეს არის ირონიულ-პაროდიული ლექსი,
აქ პაროდიის საგანია ქართული პოეზიის კლიშედქცეული ლექსიკა და სახეები ჟანრობრივად ინგლისურენოვან ლექსმცოდნეობაში ,, ლისთინგ პოემი”, ქართულად ,, ჩამონათვალის ლექსი” ეწოდება. უამრავი სახეობა აქვს. ამას წინათ მეც ვცადე ერთი, ისე რა, გამომივიდა. კიდევ უნდა ვცადო.
5 ქულა დავტოვე საერთოდ, თავფურცელზე ასეთი ცინცხალი რაღაცეები უნდა გადიოდეს. მოსაწყენია ეს ერთი და იმავეს ცოხნა, თუ ბუნებით შემოქმედი ხარ, ახალგაზრდა ადამიანს რატომ გინდა, სულ ეპიგონად დარჩე და ახალი არაფერი სცადო, თუნდაც არ გამოგივიდეს, არ მესმის. აგერ, სცადა ადამიანმა და გამოუვიდა. ეს არის ირონიულ-პაროდიული ლექსი,
აქ პაროდიის საგანია ქართული პოეზიის კლიშედქცეული ლექსიკა და სახეები ჟანრობრივად ინგლისურენოვან ლექსმცოდნეობაში ,, ლისთინგ პოემი”, ქართულად ,, ჩამონათვალის ლექსი” ეწოდება. უამრავი სახეობა აქვს. ამას წინათ მეც ვცადე ერთი, ისე რა, გამომივიდა. კიდევ უნდა ვცადო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|