ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
რეცენზიული ხასიათის ეს ნაშრომი ეხება გალაქტიონს და მისი შემოქმედების პაპსას.დავიწყოთ ''იისფერ თოვლის'' ავი ზმანებებით და დავასრულოთ სიკვდილის ვარდისფერ გზით.შევამოკლებ სათქმელს და პაპსიდანაც მხოლოდ ორ ნაშრომს ავიღებ.ნაშრომის მთავარი სათქმელი ის ტკივილია რომელიც გალაქტიონმა მასას გაუზიარა,ნებით თუ ძალით იგი იმ მწვერვალიდან დაეშვა სიკვდილის ვარდისფერ გზაზე სადაც იშვიათია ვინმე ავიდეს,მე როგორც გალაქტიონის ლექსებით მოჯადოვებული მკითხველი და ასევე მისი მეხოტბე ვეცდები იმ მწვერვალის მწველი თოვლი და მტკვინეული ყოფა განვიცადო რომელიც ასეთი სასარგებლო ტკივილი აღმოჩნდა 21 საუკუნის ყოფისთვის.ჩემო უძვირფასესო და ბევრჯერ გალაქტიონივით მივიწყებულო მკითხველო და ბევრის დამწერო და განმათავისუფლებელო კრიტიკოსებო,მჯერა რეცენზია იქნება ის ჟანრი რომელიც ამ ნაშრომს დაეწერება თავზე და არა კრიტიკა-პუბლიცისტიკა.თუმცა დღეს ამ ადათით და წეს ჩვეულებით რომელიც კი გრძნობის იმ სამკუთხედთან ახლოსაც კი არ არის რომელ თავისუფლებაზეც და გრძნობებზეც გალაქტიონი წერდა, მაინც მაძლევს საშუალებას განვიხილო ის წინათქმები რომელიც მასამ გაიცნო გალაქტიონის ხელით. გალაქტიონის სულიერება მათრობს დღემდე და ჩემთან ერთად ალბათ თქვენც,იმ ეპოქის მწირი ცოდნით რომელშიც იგი ცხოვრობდა ერთ დასკვნამდე მივედი,გალაქტიონმა ხალხის ნდობა იმ სულიერებით მოიპოვა რომელიც ბრძოლაზეა დაფუძნებული და არა ტკივილის თავიდან არიდების მიზნით უკან გადადგმულ სტრატეგიულ ნაბიჯზე, რომელსაც ცხოვრების ენაზე დანებება ქვია.საქმე უფრო გამირთულდა როცა გავიგე რომ გალაქტიონის შესახებ იმდენი რამე იყო უცნობი რომ შეუძლებელი იყო მასზე რეცენზიის მსუყე ფორმა გამომეცხო,ამიტომ ავირჩიე მისი ნაშრომებიდან პაპსა. მთაწმინდის მთვარის მთავარი სათქმელი რომ ავიღოთ და სიყვარულის სამკუთხედში გახვეული გენ-ზელი რომ შევახვედროთ იმ გალაქტიონს რა აზრის ხართ.პოსტმოდერნიზმიდან ავანგარდიზმში გახვეული მათი გონება და ალეგორიად ქცეული მათი ლექსიკა ნამდვილად არ შეეფერება გალაქტიონის ხელს,თუმცა ''შეღამების ქნარი'' კი ნამდვილად არის.ახლა ვხდები რომ ბევრი მოვითხოვე საკუთარი თავისგან,მაგრამ წყენის თავიდან ასარიდებლად ვიტყვი რომ მეც მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა,თუ რა თქმა უნდა ზამთარია და სახილავად ქალწულივით მშვენიერი ვინმე შემორჩა.სიტყვას შენაჩვევი მათი ყოფა იმდენად ემსგავსება უკვე მსაჯულს,რომ გალაქტიონივით სახელის ასოები რომ შეცვალონ მათი თაობის ასოებში გამოვა When-Z,სადაც ცოცხალი ადამიანისთვის მიუწვდომელი პასუხების ძიებაში ვიკარგებით.ხო ეს რაც შეეხება დღევანდელ ყოფას,გალაქტიონს ჩვევია ჩვენი გრძნობების მორევში ჩაძირვა იმ მიზეზით რომ რამეს ვინანებთ და მისგან განსხვავებით იმ შეცდომას არ დავუშვებთ რომელსაც საკუთარ თავთან ბრძოლის წაგება და ღმერთთან გამარჯვება სხვადასხვა რამე გვეგონება.რეცენზიული ხასიათის ეს ჩემი ნაწარმოები სულ უფრო და უფრო ემსგავსება კრიტიკას,ამ შემთხვევაში გალაქტიონს იმ ტკივილის ვერ გაძლებაში უფრო ვადანაშაულებ ვიდრე იმ სიყვარულის რომელსაც მისი გული იტევდა,აი აქ კი პარადოქსალური ფილოსოფიის საწყისები ,რუსული ჩექმა და ანაზდეული აზრები იბადება. ჩემო ძვირფასო მკითხველო ჩემგან ეს ნაშრომი შეკითხვებსაც ბადებს და პასუხებსაც,მაგრამ ის შეკითხვა რომელიც გულს ბოჭავს არის,სად გაქრა სულიერება პოეზიაში,რატომ დავემსგავსეთ მსაჯულებს,ერთეულები ახერხებენ სულის სათქმელში ჩატევას და ღმერთს მადლობა მისი დანახვა შეგვიძლია,მეტი გვჭირდება მეტი იმედი და მეტი საშუალება,ისევე როგორც გენ-ზ ის , ''რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,'' და ჩუმი ღამესავით ჩვენ სულში ბაცილები იწყებენ თარეშს როგორც კი იმ ნუგბარს შევექცევით რომელიც ედემის ბაღში საუკუნოდ აკრძალეს,შიში გვიპყრობს მაგრამ არა,სიყვარული ჩვენი სტიქიაა,გალაქტიონო მე თქვენი სუნთქვა ათას გზის კიდევ მომენატრება... *******და ისევ იელვებს და ქრება ჩვენი ქვეყნის დიდება იმ უდაბნოში სადაც ოაზისის ნაყოფმა საუკუნეები გაძლო, ხოლო ჩვენი სუნთქვა დიდი ხანია ღმერთისთვისაც ოაზისია****** თ.გუბელიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ვიმედოვნებ ამ ნაშრომში გამოქვეყნებული სიბრძნე არ მიეწერება ყოფის დღიურს და იქნება ჩვენი მეგზური იმ მწვანე დადამიწაზე სადაც არასდროს ხარობს ყვავილი წყლის გარეშე და წყალი კი საძებნელად ძველი დავთარია....იუმორისტული? ვიმედოვნებ ამ ნაშრომში გამოქვეყნებული სიბრძნე არ მიეწერება ყოფის დღიურს და იქნება ჩვენი მეგზური იმ მწვანე დადამიწაზე სადაც არასდროს ხარობს ყვავილი წყლის გარეშე და წყალი კი საძებნელად ძველი დავთარია....იუმორისტული?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|