ავტორი: ლელა მგელაძე ჟანრი: პოეზია 20 ივლისი, 2024
წარმავალობის სევდა
სიცოცხლის დაღმა გზაზე მიმავალს. მჭიდრო ხელკავით მიყვება სევდა. სახელდებითაც არ იკურნება. თუმც წრე დიდია და შორიდან წრფესავით მოსჩანს, მიწურულს ქრება ილუზია და წრფე იკვრება. მისი შიგთავსი არის უცვლელი: დღეს შენ გტკივა, ხვალ იქნები სხვისი ტკივილი.