ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2024


წასვლა მოდისგან


ასეთი რაღაცეები  დასავლურ ფემინურ პოეზიაში  სავსეა.  გამოტოვა ქართულმა პოეზიამ. თეთრი ლაქების ამოვსებაზე ვმუშაობ????


ნინო დარბაისელო

წასვლა “მოდისგან”

იგი წავიდა წუხელ. კართან დავუდე ბარგი,
არც გვტირია ერთად, არც გავიხსენეთ კარგი.

აზრი არაფერს ჰქონდა, ცუდიც არ გვითქვამს რამე,
ყოფა თავისას ითხოვს, ჩვენც ყოფას შევეხამეთ.

წასვლამდე ეს თქვა მხოლოდ “ნეტავ  ვიყოო ორი,
ერთი ცოლ-შვილში დარჩეს, მეორე -  შენთან. “სორრი!”

მეც  - ჩემი ჯაჭვი მედო, არც მე შემეძლო ახსნა.
რა საჭიროა ამ დროს ზედმეტობები, ახსნა!

და გავუღიმე მხოლოდ. მინდოდა ყოფნა - სამად,
რომ მყვარებოდა ყველა, ვინც ტრფობამ გააწამა,

მევლო მესამეს ქვეყნად, ყველგან, უმისამართოდ,
გულში ჩამეკრა მწარედ, სადაც ვინ იყო მარტო!

დაცარიელდა ყოფა, დაცარიელდა  ბინა.
გამოვიტირე  გულით. თვალს ცრემლი დამედინა.

რას ვემართლები ვინმეს, რაც მოხდა, თავმა მიყო.
რეალში  - კენტი,  ფიქრში  - თუნდ მილიონი იყო!

ახლა შევნიშნე მხოლოდ, რომ დარჩენია ,,მაგი”,
“მაგს”  ვინ დაეძებს ნეტა,  ფიქრი მაქვს მრავალმაგი!

უნდა დავეხსნა  დარდებს - პატარისა თუ დიდის,
წარსულს - წარსული დარჩეს, ხოლო  ცხოვრება  - მიდის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები