ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2024


3 სავარჯიშო

1. ჩემო უმწიკვლო კომუნისტო,
დავდგეთ პარიზის კომუნისთვის,
სადაც სურვილებს ვისრულებთ,
ნაოფიცრალის ფიცრულებთან,
სადაც იმედი გიცრუვდება,
დავრგოთ კამა და გიცრული!
შარლ დე გოლი და ეიფელი,
ანდერძივით რომ შეიფერე,
ვის წააკითხე ანდერძი?!
იყავ ხურო და კალატოზი,
უნდა იარო კარატეზე,
იყავ დერციკი ან თერძი!
2. ჩემო ერთგულო ბოლშევიკო,
ხომ კარგი არის Dolce Vita,
ორაგული და შარდონე?!
ცხოვრებას უნდა შეერკინო,
როგორც უსურვაზს - ლოკოკინა,
შენ კი ზიხარ და ამდორებ!
წავლენ ზაფხულის ტრიადები,
ყველასკენ ზურგით ტრიალდები,
ღმერთსაც სახეში უცქერი!
გამოიქეცი ჰიპნოსიდან,
ჰაშიშითა და გისოსებით,
თვალებში - ძილი, უფსკერო...
3.  ჩემო ორგულო, უფლიდესო,
სადაც გვირგვინი უფლის დევსო,
ხელი არ ახლო ეკალს!
ჯვარცმის სვეტი და ლურსმნებია,
შვილიც ჩემსავით უძღებია...
ჩემო ღვიავ და დეკავ!
ტკივილთან უნდა შეიარო,
ყველა კიდური შენი არის,
არათითიც და ნეკაც.
„ყორნების საუბარი:
დარეკე! დაუბარე!“
დამიბარეს და ვრეკავ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები