ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2024


ირმისა

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ირმისა

როგორც ირემმა  ნდობით გამოგიშვიროს ყელი,
ნიშნავს ხსენება შვილის,  რომ  ხიფათს  არვინ ელის.

როგორც  ირემმა ნდობით ხელზე აგისვას ენა,
ნიშნავს,  შვილიშვილს თუკი ახსენებს, არ სდევს წყენა!

თუ მეგობარი ვერ გრძნობს, რომ ენდობიან  მაშინ
და ეჩვენება ფალში  სრულიად გულწრფელ ხმაში,

რაღაც ვერ არის რიგზე,  რაღაც ჩრდილია შუა
საფიქრელია, ნეტა, მართლა ძმობილი თუა.

რად ხარ,  ცხოვრებავ ასე დაუნდობელი, მწველი,
რატომ უმიზნებ მახვილს,  თუ ჩანს შიშველი ყელი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები