ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
22 ივლისი, 2024


Анна Ахматова - И мнится - голос человека

ანა ახმატოვა - მგონია, როსმე ადამიანის...

მგონია, როსმე ადამიანის
არ გაისმება აქეთ ძახილი,
მხოლოდ ავქარი დაქრის ქვის ხანის,
ხმაურს გამოსცემს შავ კარს დახლილი.

ვფიქრობ, ამ ცის ქვეშ მწვანე მინდორმა,
მე დამინდო და გამაცალკევა,
იმის გამო, რომ პირველს მინდოდა
მომაკვდინებელ ღვინის დალევა.

22 ივლისი, 2024 წ.


Анна Ахматова  - И мнится - голос человека

И мнится - голос человека
Здесь никогда не прозвучит,
Лишь ветер каменного века
В ворота черные стучит.

И мнится мне, что уцелела
Под этим небом я одна, -
За то, что первая хотела
Испить смертельного вина.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები