ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2024


სევდა ადამიანის

უცნაურად დალაგდა , ბედის პარადიგმები ...
ყოფა ჩემი ამ დროის , ჰგავს გვამების სარკოფაგს.
აღარც ქართა ჯირითი, არც ნიავის რითმები ,
ვერ მამჩნევენ ფერფლისგან , ფენიქსივით წამომდგარს.

და ან იქნებ სულს ისევ , სერავს მტრული დაშნები,
ალმაცერად იღიმის, ბედის გათამაშება .
ვით დამშრალი წყაროსთვის , არსაიდან საშველი ,
ასე  , მღელვარ ფიქრებში ბორკილების აშვება.

არსაიდან საშველი, არსაიდან იმედი...
გალეშილი ლოთივით, მთვარე ღრუბლებს დანებდა.
ჩემი ბედის სიმუხთლით, ვხედავ სდაც მივედი ,
როგორც მკვდართა ჩურჩულში , ლანდთა გასადავება.

რა მტანჯველ ყოფილა , სიცოცხლეში სიკვდილი ...
ნათოფარი მგელივით, შევყეფ ბედის ხვეულებს,
ჩემი ყოფის არეულ ბრძოლა - ბობოქრობაში ,
დანდობის და შენდობის ძალით შემოჩვეულებს.

ვინ გაიგებს ამ ღამით, მოჭრილი ხის სატკივარს?!
ფოთლებს სულ სხვა  დარდი აქვთ ,  წამიერი შრიალის...
გესლიანი ჩურჩული, "მუდამ ასე ყოფილა" ,
მუდამ ასე ყოფლა სევდა ადამიანის.

22.07.2024

ზ.მ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს