ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2024


სიბრძნე სოლომონისა

„დაღუპვას წინ სიამაყე უძღვის, დაცემას - ქედმაღლობა“ (იგავნი სოლომონისა 16;18)

გასცილდება ამპარტავანს მადლი,
იქ არასდროს დაივანებს ღმერთი,
არ ხვდებიან სადაც მას სიმდაბლით,
მუხლს მორჩილად არ უდრეკენ ფერხთით.

დაეცემა ქედმაღალი, უძღი,
დრო არავის აპარპაშებს მიწყივ,
„დაღუპვას წინ სიამაყე უძღვის“,
ჩაბარდება მიწას კერძი მიწის.

23 ივლისი, 2024 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს