ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2024


კიდევ ერთი ღამე

კიდევ ერთი ღამე მივაწებოთ ფურცელს -
ფიქრი მოწიწებით წყვდიადს ფერხთით უფენს
ხავერდოვან წუთებს, უსხივოსნო ფარჩებს,
ღამე უნდა დარჩეს, ღმე უნდა დარჩეს!
ღრმა და უშავესი, უუნეტარესი,
უკანონო პირმშო შეცდენილი ზეცის,
მაგრამ მაინც მეფე, მაგრამ მაინც ღმერთი,
არარას და ყოვლის წმინდა შენაერთი..
გესმის, აჰა გესმის? - დაგრაგნილი ბგერის
უსინათლო გვამი გატაცებით მღერის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები