ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2024


წერილი ინგოროყვას 1

ნინო დარბაისელი

წერილი

რა დრო იყო!
ძმა ძმისას არ ინდობდა მონაგარს,
რა დრო იყო!
სისხლისღვრას რა სისხლისღვრა მოჰყვა!
შიშის ზარი გუგუნით აყრუებდა მთადაბარს,
ეჯდა თავის ,, მერჩულეს" პავლე ინგოროყვა.

თაყაიშვილს, ექვთიმეს, გადამრჩენელს განძისა,
მოხუცებულს, არმყოლელს ან ასულის ან ძის,
სამშობლოში არგუნეს პატიმრობა შინა და
ამ ამბავმა მოკეთე ყველა დააშინა.

მიჰყვებოდა მის კუბოს კაცი ორიოდე,
არ ვიცოდი ამბავი ერთი ბოლო დრომდე.
ინგოროყვას არქივში ფურცელია ერთი ,
ბოლოს ,,შენი ექვთიმე" - ხელმოწერა ერთვის.
,, ჩემთან მოსვლა საშიში აღარ არის უკვე"
სხვას არაფერს ამბობსო იმ წერილის გვერდი,
ჩემი თვალით მანახო, ო, გამჩენო, გვედრი.
დღეს ვის რაღა მოვუყვე,
ენაღვლება ეს ვის?
ხმა წვისა და დაგვისა
მხოლოდ ქართველს ესმის.

ყელში ცრემლის ფიალა ძველებურად აივსო,
დარდმა მიძინებულმა გული ისევ მოსრა...
ჩემთან მოსვლა საშიში უკვე აღარ არისო,
არ არისო საშიში უკვე ჩემთან მოსვლა.

ჰტტპ://ურაკპარაკი.ცომ/?მ=4&ID=91755

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები