ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2024


თამაშები

თამაში მინდა.
ახლა ფეხბურთს ვითამაშებდი,
მაგრამ ჩემს გარდა ოცდაერთ კაცს რა შეაგროვერბს?
კალათბურთი რომ ვითამაშო?
ხუთი-ხუთზე,
მაგრამ ცხრა კაცის შეგროვებაც წარმოუდგენელია.
ბანქოც არ იქნებოდა ურიგო,
მაგალითად პრეფერანსი,
ოთხ კაცში, თუნდაც სამში,
თუმცა ორი ან სამი კაცის პოვნაც
არ არის მარტივი.
ნარდი რომ იყოს? მიყვარს ნარდი,
მაგრამ ვინმეს ხომ უნდა ვეთამაშო?
არც ის ვინმეა, არც ერთი კაცი,

როდესაც კრივში ვვარჯიშობდი,
ლახტი მქონდა,
ვიცი ის ლახტი სადაც მაქვს შენახული,
გამომაქვს და ვლახტაობ,
ერთი, ორი, სამი, ოთხი...
ოცი... ოცდაშვიდი, ოცდარვა...
ასი... ორასი... სამასი... ოთხასი...
ლახტაობა ხომ ქანცის გაწყვეტამდე შემიძლია,
გამორიცხულია ოდესმე ფეხი წამომედოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები