ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2009


'' ფეხმძიმე გრაცია'' /პატარა ბარტყისთვის/

ფეხმძიმე გრაცია



ჭორფლიან სახეზე - ღიმილი,
ნაბიჯი -  ბაჯბაჯა, ნელი,
წინ - გამოზნექილი მუცელი,
უკან - შეზნექილი წელი.

სადღაა გრაცია! უბრალოდ აცვია,
რაღა მოიხდინოს, აბა,
რომ აღარ ეტევა აღარც ფეხსაცმელი,
არც გამოყვანილი კაბა?

ო,ეს ვიტრინები როგორ აუვსიათ!
სავსეა თაროც და დახლიც.
თვალით ჭამს ნუგბარებს და თუ შეასწარი,
შეკრთება,თავს მორცხვად დახრის.

თავადაც არ იცის,ზოგჯერ რა აცინებს
ან რაზე უტირის გული.
ხან უცბად ღელდება,ხან უცხოდ ნაზია,
ვით ლეღვი,ედემში რგული.

და მკერდქვეშ უტოკავს მწიფე საიდუმლო
და მკერდისთავები ეწვის.
უკან მოიტოვა პირველი ეჭვები,
წინ კი - წინ ხიდია ბეწვის.

ყელი აქვს შიშველი და ყელზე - გიშერი.
ავთვალო,ავსულო,ნუ მიეკარები!
ღმერთო.შენ უშველე!
ღმერთო,შენ უშველე!
ღმერთო,
დაიფარე ფეხმძიმე ქალები!

1998

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს