ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2024


ჩანახატი

თითქოს დაიმსხვრა წყლის ზედაპირი,
ნისლმა დაფარა თეთრი კედელი,
ცხოვრება უცებ გახდა დამღლელი
და თითებივით წვრილი და გრძელი.

ხოლო ზღვაში კი ცურავდნენ თმები,
დახტოდა ბურთი მრგვალი და ჭრელი
და ქაფს მოჰქონდა სავსე სიცილი,
შიშის მგვრელი და საამო ხმები...

დნებოდა ქვიშა და შეთქმულივით
იწოვდა თვალებს, ტანს და სურვილებს
და სიმხურვალე, როგორც ალერსი,
მხრებზე ეფინა ველურ სიშიშვლეს.

...გამოთიშული და მოთენთილი
დიდი ქოლგის ქვეშ ეხატა ჩრდილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები