ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2024


მათხოვარი

მიდიოდა მათხოვარი ბუშტით ხელში -
მრგვალი ბუშტი, როგორც დიდი დირიჟაბლი,
რწევა-რწევით მიაპობდა  მტვრიან ჰაერს
და ცნობილი ცუდი ქცევით და სიმდაბლით,
მიდიოდა, მიდიოდა მათხოვარი;
არ აქცევდა ყურადღებას ამვლელს, ჩამვლელს
და არ ჰქონდა არავსთან სათხოვარი
ახლა, ამ წუთს!.. თითქოს ფეხქვეშ ტროტუარი
თვით მირბოდა, მას მისდევდა დიდი ბუშტი,
ბუშტს კი თვად მათხოვარი..
მისი ფიქრი, მისი სუნთქვა იყო ბუშტში
და  ორივე იყო ცხელი და მსუბუქი..
მიდიოდა, ბუშტით ხელში, მიდიოდა,
მახოვარი..  მათხოვარი შთანთქა ქუჩამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები