| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 20 აგვისტო, 2024 |
მოგონება
მე პატარა სახლში გავჩნდი. როცა ჭრელი შემოდგომა ზეობდა, სადაც დედა , გადაღლილი ლოგინობით, ბებია კი სიყვარულზე ყვებოდა.
მამა იჯდა უბრი, სიტყვა დაუცდენი. ბაბუა კი იღიმოდა, დროდადრო. და ნაოჭა მუშტებს გულში იხუტებდა, ბიჭოვ ნეტა შენს მომავალს მომასწრო.
მე ღარიბულ ხის ტაბლასთან გამზარდეს. კერიაში სითბო მუდამ ენთო, დიდ ბებიაც თურმე მაშინ სიყვარულით, იძახოდა დალოცეო ღმერთო.
მე სამშობლო ფეხშიშველას შემაყვარეს . ოცნებები ფრთებად მედგა მერცხლის, მარიგებდნენ ჩემი ტკბილი მოხუცები, რიდი გახლდეს ჯიშისა და ფესვის.
სხვისი ლუკმა არ შეგშურდეს არასდროს... რაც ღმერთისგან მოგეცემა , გეყოს. ყვავილებში ნახე ბევრი სიყვარული, გაზაფხულზე , რომ ამშვენებს ეზოს.
სიმღერებში ღამდებოდა დეკემბერი... ნაკვერჩხალიც იქცეოდა ნაცრად, სინდის-ნამუსს თუ გაიხდი გზად და ხიდად, ივარგებო მოყვასად და კაცად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგი ადამიანის დაწერილი ლექსი ჩანს. კარგი ადამიანის დაწერილი ლექსი ჩანს.
1. სასიამოვნო ლექსი. სასიამოვნო ლექსი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|