ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2024


კოლაჟი

  

ოქროსფერ ალერსს უგზავნიდა მზე ტბის ზედაპირს.
ცა იყო ლურჯი.
ჩემი სხეული ირწეოდა მწვანე ტალღებში.


  

უძირო მზერა იდღაბნება თვალის გუგებზე.
"რას ფიქრობს შენი სულელი თავი?"
შენი სევდა და ლურჯი ფიქრი
ზეცის სიმშვიდეს შეაშფოთებს, როგორც ჭრილობა.


  

მე მარტო დავრჩი -
ისევ მეღირსა თავთან დარჩენა,
რასაც ასე დიდხანს ვნატრობდი.


  

მთვარე ბადრი იყო,
შენ კი ქანაობდი ფარდისაგან გაკეთებულ ჰამაკში.
ოთახი სავსე იყო აბლაბუდით,
შენ კი არ გქონდა საწოლი
და ყოველ დილით იატაკი გელოდებოდა.


  

დრო დაიღალა. სადღაც მიეგდო და ჩაეძინა.
მე დავპატიჟე მაშინ სტუმრები
და გაგიჟებით ვზეიმობდით ამ დღესასწაულს.
მერე კი დიდხანს დავეძებდით გადაკარგულ დროს,
რომელიც ალბათ უკან წავიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები