ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
21 აგვისტო, 2024


Анна Ахматова - Мне с тобою пьяным весело

ანა ახმატოვა - მეცინება, როცა გხედავ მთვრალს და მროშველს

მეცინება, როცა გხედავ მთვრალს და მროშველს,
აბდაუბდას წამოროტავ აბნეულად;
ნაადრევი შემოდგომა ყვითელ დროშებს
თელიანზე აფრიალებს გაბედულად.

ავირჩიეთ ცრუ ქვეყანა, უამური,
შეცოდებას ვინანიებთ ცრემლის დაღვრით,
რატომ არის ჩვენი ღიმი უცნაური,
უსიცოცხლო, დაღდასმული თოშის დამღით?

ჩვენ გვინდოდა, რომ გვეცხოვრა მწველი ტანჯვით,
ბედნიერი, წყნარი ყოფის სანაცვალოდ...
თავქარიან, ნაზ მეგობარს მე არ განვსჯი,
არ მსურს როსმე დავტოვო ან გადავცვალო.

21 აგვისტო, 2024 წ.



Анна Ахматова - Мне с тобою пьяным весело

Мне с тобою пьяным весело —
Смысла нет в твоих рассказах.
Осень ранняя развесила
Флаги жёлтые на вязах.

Оба мы в страну обманную
Забрели и горько каемся,
Но зачем улыбкой странною
И застывшей улыбаемся?

Мы хотели муки жалящей
Вместо счастья безмятежного…
Не покину я товарища
И беспутного и нежного.

1911 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები