ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2024


აშურა


ბიბლიოთეკის საცავის სუნით
გაჟღენთილია სივრცე. პარკეტი.
ჯერ ვარ მტვერი და მერე ასკეტი,
აშურას ღამეს ვზეიმობ სუნიტ
ძმებთან.
ჩამოიფარებს მთვარე ჩითმერდინს,
გაგვითენდება ენკენის ათი.
გაგეცინება, არავის ხათრით,
მიკვირს, აქამდე როგორ ვითმენდი
ძებნას?
თუ ქარბორბალა მოდის ქარბალას,
ასე გადაწყდეს, დაე, ინშალა,
მე კი ჭკუიდან თუ შევიშალე,
მეცმევა წითელ ზღვაში დამბალი
მოვი.
მთავარია, რომ კარგად დამიხვდე,
მთავარია, რომ კარგად დამიხვდე,
მთავარია, რომ კარგად დამიხვდე,
გპოვო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები