ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2024


შირაქის დაირა და რამტაირა რაირა

ქართული სული ემსგავსება სახის იარებს,
რადგან სანახავს დაუფიცარს არა ვეძახით,
უკვდავი იყო და დასდევდა ბედად ჭკვიანებს,
ამ კუთხით ღმერთსაც დიდი ტვირთიც არა ეზრახვის,
რა კი სამკაულს ჯვარის მსგავსი უკვე შეარქვეს,
და სახილავად დარჩენოდათ მათაც ერთობა,
მაშინ გულიდან გამოსული ვიტყვი მე ამდენს,
რომ მძიმე არის ამ დროისთვის ვინმეს ღმერთობა.
რომ სულის მსგავსი სამკაული?არა ჯვარია,
და სახილავად დარჩენილი ჩვენი ადათი,
აღარ წვიმს ხვალით, დღეს აღდგომას გაუხარია,
ვიხილეთ ტკბილი თითქოს იყოს ტორტი მადასი,
და ნაჩქარევი უხილავი ჩემი ხეობა,
რომ ავდარს გავდა სახვალიო ჩუმი ნაყოფი,
არავის არ აქვს შერჩენილი?თუ რა ზნეობა?
ასეა ჩვენთვის სანაპიროც,წყალიც,გამყოფიც,
რაკი საკიდი ტანსაცმელმა ასე ამძიმა,
და საჩუქარი ბედისწერის თურმე გაიგო,
მაშინ ავდარი სახიერმა წვიმამ აძინა?
თუ გულის კარი ვინმეს მსგავსად ორად გაიყო?

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები