ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2024


კარნავალი


ნუ გაგაკვირვებთ აგზნებული ჩვენი თვალები -
ჩვენი სიგიჟე, ჩვენი სევდა წარმავალია.
ზოგჯერ ვთამაშობთ, თავს დავცინით და ზოგჯერ ვკვდებით!
"ჩვენ დაფანტული მოზაიკის
          არ ვართ მძებნელნი",
ყველგან გარშემო უცნაური კარნავალია.
        "მოქანდაკული ზმანებების
          ქაოსური შეძახილები -
          ტანგახდილები,
          მორბენლები
          და დაღლილები"...
როცა ჩადგება ქარიშხალი, მოიწმინდება
          და გამოჩნდება ულურჯესი ცა,
          გულახდილობა მოგვენატრება -
ჩვენ ვეღარ ვიცნობთ მაშინ ერთმანეთს.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები