ალბათ აევსოთ მოთმინების ღრუბელი ღმერთებს და საბოლოოდ ჩაიქნიეს მათ ჩემზე ხელი. კვლავ სათითაოდ გადავითვლი შენს ზურგზე ნეკნებს, იქნებ ის ერთი ვერ ვიპოვნო - არ იყოს მთელი.
როგორც მომაკვდავს უდაბნოში მტანჯველ წყურვილით, ფუჭი იმედი წყალის პოვნის ბოლოს გადაღლის, ასე თანდათან უკან იხევს ჩემი სურვილიც იმ ერთი ნეკნის ვერ პოვნისთვის- ყველას გადათვლის.
და თუკი ახლა არ დაგცინის ეროსი ღმერთი, იმიტომ ალბათ, რომ თავადაც იცის- კაცია, რადგან წასვლისას გამყოლია ის შენი ნეკნი, რომელიც მხოლოდ დღეს მიხვდი , რომ არ გაგაჩნია.