დღეს ისევ გაწვიმდა,ღამეა ავდარში, და შარში ჩავარდნილს გლოვა რომ მომინდა, ასეა ნაწერი ნაცრისფერ დავთარში, წერილი საგიჟეთს, გამგონებს ხონიდან, და თუ კი მარცვალი ისევე დათესე, როგორაც გიჟები ებრძვიან დარაბებს, შავრაზმელს ნუ ურჩევ, მასაც აქვს სათესლე, და თუ კი მომინდა დავარტყამ არაბებს, რაკი აქვს სიმშვიდე უფსკრულის ბინადარს, მაშინ ხო უგნური ყოფილა დარაბა, მითხარი მნახველი ამისი ვინა ვარ? სანამდის ბადრაგმა ლოგინზე დამაბა, ციხეა საყდარი და თუ კი დალეწეს, ნუ ებრძვი ბინადარს ახლოა ავდარი, სიტყვები გულიდან გულადვე ჩალეწეს, მოვიდა ადრიანს რომ ქვია ზამთარი, და თუ კი სიმშვიდე უზადო მომინდა, მე კი ვარ გაცრილი უენო მშვიდობა, და თუ კი სექსისთვის რეფორმა მოგინდა, გაგიწევს მსაჯული დაგეგმილ გიდობას, ექვსასი ურდული რომ ედოს კარიბჭეს, და ექვსი შვიდიანს ასევე ეწვოდეს, ექსასის მნახველი უფრო მეტს ჩაიდენს, მინდა რომ რიცხვებიც ასევე მესმოდეს, და თუ კი დაზამთრდა ვითხოვე ახალი, და წარსულს ვივწყებ პოკერის კარტივით, თუ შენაც დათესე ასეთი მარცვალი, მოკვდები მარტოკა და გიჟი კაცივით, და თუ კი სიკვდილი დასასრულს წააგავს, მაშინაც უზადოდ ცდები და იცოდე, გამართლებს გულმკერდზე ბეწვი და ჰააგა, მინდა რომ ჯოჯოხეთს სანთელად იწვოდე, როცა კი უფსკრული ცხელ წვიმას დათესავს, ნათესი იქნება გაზრდილი ომიდან, მიდი და შესჩივლე ახლა შენ ნათესავს, რომ ასდის ბუღი და იბნევა ჭორიდან, საშველი ამ სიტყვებს ხანშიაც წაართვეს, და ყველა ნაწილი თუ ახლა ფარსია, შენ ამბებს მოვყვები მომდევნო მკათათვეს, დანარჩენს გიამბობს გაბირელ გარსია.
თ.გუბელიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. პატივს ვცემ თქვეს თავმდაბლობას. სტუმრობა არ ნიშნავს სიმძიმეს, ყველა ადამიანი ერთმანეთისაგან განსხვავებულად აზროვნებს და გასაკვირი დღეისობით არაფერია, უბრალოდ პოეზიაში არა , ისე კი მეც ვგულისხმობ ხოლმე თავს გიჟში და ხუმრობითაც მითქვამს მეგობრებში.პოეზიაში მოვერიდოდთქო, ეს იყო ჩემი მეგობრული რჩევა. "სხვა სხვის ომში ბრძენიაო " , ასე გამომივიდა არა.
წარმატებები!
პატივს ვცემ თქვეს თავმდაბლობას. სტუმრობა არ ნიშნავს სიმძიმეს, ყველა ადამიანი ერთმანეთისაგან განსხვავებულად აზროვნებს და გასაკვირი დღეისობით არაფერია, უბრალოდ პოეზიაში არა , ისე კი მეც ვგულისხმობ ხოლმე თავს გიჟში და ხუმრობითაც მითქვამს მეგობრებში.პოეზიაში მოვერიდოდთქო, ეს იყო ჩემი მეგობრული რჩევა. "სხვა სხვის ომში ბრძენიაო " , ასე გამომივიდა არა.
წარმატებები!
5. მადლობა მუხა, ამ ლექსს და სიტყვებ სიმძიმე რომ დავამატო გეტყვი რომ დიდი ხნის წინ მეც ვიყავი ფსიქიატრიულის სტუმარი ასე რომ პირველი ვისაც გიჟში ვგულისხმობ მე ვარ. მადლობა მუხა, ამ ლექსს და სიტყვებ სიმძიმე რომ დავამატო გეტყვი რომ დიდი ხნის წინ მეც ვიყავი ფსიქიატრიულის სტუმარი ასე რომ პირველი ვისაც გიჟში ვგულისხმობ მე ვარ.
4. მადლობა მუხა, ამ ლექსს და სიტყვებ სიმძიმე რომ დავამატო გეტყვი რომ დიდი ხნის წინ მეც ვიყავი ფსიქიატრიულის სტუმარი ასე რომ პირველი ვისაც გიჟში ვგულისხმობ მე ვარ. მადლობა მუხა, ამ ლექსს და სიტყვებ სიმძიმე რომ დავამატო გეტყვი რომ დიდი ხნის წინ მეც ვიყავი ფსიქიატრიულის სტუმარი ასე რომ პირველი ვისაც გიჟში ვგულისხმობ მე ვარ.
3. მე მინდა თქვენი საინტერესო პოეზია ესთეტიკურად გამოიყურებოდეს, ამიტომ მივაქციე ყურადღება როგორც თქვენ წერთ "უადგილო ხუმრობაა მეგობრებს შორისო" თუმცა "გიჟი კაცი და' ხონი'ხუმრობად არ ასოცირდება, ჩემზე უკეთ იცით. ეს ჩემი მეგობრული , თქვენდამი კეთილსურვილის გამჟღავნება იყო და არა კრიტიკა. გისურვებ წარმატებებს! მე მინდა თქვენი საინტერესო პოეზია ესთეტიკურად გამოიყურებოდეს, ამიტომ მივაქციე ყურადღება როგორც თქვენ წერთ "უადგილო ხუმრობაა მეგობრებს შორისო" თუმცა "გიჟი კაცი და` ხონი`ხუმრობად არ ასოცირდება, ჩემზე უკეთ იცით. ეს ჩემი მეგობრული , თქვენდამი კეთილსურვილის გამჟღავნება იყო და არა კრიტიკა. გისურვებ წარმატებებს!
2. სიტყვა გიჟი ჩემთვის ასოცირდება არა ფსიქიკური ჯანმრთელობის შეზღუდვასთან არამედ არასტანდარტულ ქცევასთან რომელიც მიუთითებს ადამიანის თავისუფალ ნებაზე იყოს ისეთი როგორიც არის,ამ სამყაროში მეგობრობასაც შეგვიძლია სიგიჟე ვუწოდოთ და ომსაც,სულაც არ არის საჭირო რამის გამოკლება ან მიმატება,მთავარია მედიცინამ ერთხელ და სამუდამოდ განკურნოს ყველა იმ ტვირთიდან რომელსაც სტიგმა ქვია და არა სახელისგან რომელიც ისედაც დიდი ხანია უადგილო ხუმრობაა მეგობრებს შორისაც. სიტყვა გიჟი ჩემთვის ასოცირდება არა ფსიქიკური ჯანმრთელობის შეზღუდვასთან არამედ არასტანდარტულ ქცევასთან რომელიც მიუთითებს ადამიანის თავისუფალ ნებაზე იყოს ისეთი როგორიც არის,ამ სამყაროში მეგობრობასაც შეგვიძლია სიგიჟე ვუწოდოთ და ომსაც,სულაც არ არის საჭირო რამის გამოკლება ან მიმატება,მთავარია მედიცინამ ერთხელ და სამუდამოდ განკურნოს ყველა იმ ტვირთიდან რომელსაც სტიგმა ქვია და არა სახელისგან რომელიც ისედაც დიდი ხანია უადგილო ხუმრობაა მეგობრებს შორისაც.
1. წერილი საგიჟეთს, გამგონებს ხონიდან როგორაც გიჟები ებრძვიან დარაბებს,
ხონის კლინიკა-სახლში, ბინადრობენ განსხვავებული აზროვნების მქონე პიროვნები, დარაბებს არ ამტვრევენ, არიან მშვიდად თავიანთ სამყაროში.
მსოფლიო სამედიცინომ სიტყვა "გიჟი" ხმარებიდან ამოიღო. ლექსი ძლიერია, მრავალ მნიშვნელოვანი, დატვირთული.
წერილი საგიჟეთს, გამგონებს ხონიდან როგორაც გიჟები ებრძვიან დარაბებს,
ხონის კლინიკა-სახლში, ბინადრობენ განსხვავებული აზროვნების მქონე პიროვნები, დარაბებს არ ამტვრევენ, არიან მშვიდად თავიანთ სამყაროში.
მსოფლიო სამედიცინომ სიტყვა "გიჟი" ხმარებიდან ამოიღო. ლექსი ძლიერია, მრავალ მნიშვნელოვანი, დატვირთული.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|