ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანა.ანა
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2024


#3







ეს გზა არსად წავა.
სულ ასე იდგება.
ხან მაწანწალა ძაღლების,
ხან გველების,
ხანდახან ჩემი....

ათასჯერ გადაუვლის მთვარე და მზე
ათიათასჯერ შემოაღამებს,
წვიმა, თოვლი...
ქარი დაწვება მის ხორკლიან, გაქუცულ ზურგზე
.....

როგორ ფხოჭნიან,
როგორ ტკენენ....
გაშლილან და გაბადრულან:
ასკილის და მაყვლის ბუჩქები,
ნეტავ ფესვებიც ისევ ისე ეკლიანი აქვთ, როგორიც ღერო????

შემოაღამებს.
ასტკივდება ყველა გორა,
ყველა ფერდი,
ყველა ბილიკი და
მილეული ღრუბლებიდან
დახედავს
ზე
ცა....

მტკივნეულია????
როგორც უნდა გინდოდეს წასვლა
ან
გაქცევა?!
არ შეგიძლია...
რადგან არცერთი ფეხი
გაქვს
სამაგისოდ....

არც ტანი,
არც ქვა,
რომ ესროლო
ყველა ცოდვიანს,
უციდველი ნეკნების გავლით....

და სწავლობ სუნთქვას,
სწავლობ შენით,
იმ ფერების შენში დანახვას,
რაც პირველივე ამოსუნთვას
გადააყოლე.....


2023

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები