ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 სექტემბერი, 2024


Анна Ахматова - ТАЙНЫ РЕМЕСЛА

ანა ახმატოვა - ხელობის საიდუმლოებანი

1. შემოქმედება

ხდება ასე: მომთენთავს, მეუფლება წუხილი
და ყურებში არ წყდება ზარის რეკვა საათის,
შორით გრგვინვა-გრიალი მიწყნარებულ ქუხილის;
ამოუცნობ და ტყვედქმნილ ჩქამთა მძლავრი ნაბათით

მეჩვენება ჩამესმის კვნესა, აურზაური,
საიდუმლო წრეხაზი ვიწროვდება მიღმეთის,
ამ უძირო უფსკრულში ჩურჩულის და ხმაურის,
ერთი ბგერა აღდგება სხვებზე მძლავრი, სიმღერის.

მასთან ერთად სიმშვიდე მსტუმრობს, არ მემდურება,
ბალახის ზრდას ვგებულობ, ფიქრით ტყის გზას მივყვები,
მესმის, როგორ რონინებს აბგით უბედურება,
უკვე მომეყურება სასურველი სიტყვები

და მსუბუქი რითმების სასიგნალო ზარები, -
იფანტება ბურანი, ვდგები გამორკვეული...
სხვისგან ნაკარნახევი, გაგონილი ბწკარები
იწერება თანდათან მოქათქათე რვეულში.

1 სექტემბერი, 2024 წ.



Анна Ахматова - ТАЙНЫ РЕМЕСЛА

1. Творчество

Бывает так: какая-то истома;
В ушах не умолкает бой часов;
Вдали раскат стихающего грома.
Неузнанных и пленных голосов

Мне чудятся и жалобы и стоны,
Сужается какой-то тайный круг,
Но в этой бездне шепотов и звонов
Встает один, все победивший звук.

Так вкруг него непоправимо тихо,
Что слышно, как в лесу растет трава,
Как по земле идет с котомкой лихо...
Но вот уже послышались слова

И легких рифм сигнальные звоночки, —
Тогда я начинаю понимать,
И просто продиктованные строчки
Ложатся в белоснежную тетрадь.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები