ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2024


სიშიშვლე ლალისფერამდე

აირეკლავს ზღვა ჩემს სახეს
და ტალღა-ნაოჭები მოყვება ამბავს.
თავზე აქა-იქ შერჩენილი ნიჟარისფერი თმა
და უფსკერო, თაფლისფერი თვალები
ზოგჯერ დუმილით იმეტყველებს.
მზის ნატყორცნი სხივი
გულს თვითმკვლელივით დაეჯახება,
გადატყდება და მართ კუთხეში
მოგონებებს დაამწყვდევს.
შემომადნება კანისამოსი,
გამოაჩენს უნიღბო მე-ს,
რომელიც იმდენად უმწეოა,
თევზს ვერ ატყუებს.
ამოიკვნესებს დაღლილი სული,
სანამ წაიღებს ლილისფერი უსასრულობა,
მე კი ავანსად შემატოვებს მზისგან დამწვრობას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები