გ.-ს როგორ გითხრა, რომ არავინ მყვარებია (გულის ფსკერზე უამრავი კარებია). რომ სიყალბე უცხო არის ჯერაც ჩემთვის, რომ მე თვითონ არ ვეძებდი ფიცს და ღალატს! მოგონება სინამდვილეს ისევ ერთვის... ნუ გგონია, რომ შენ იყო ერთადერთი. უამრავი ტკბილი წუთი ფიქრებს წაშლის - მიხაროდა, რომ ვხედავდი გულს გადაშლილს.
დღეს მე წავალ მონასტერში, აღარ მინდა ვიყო მტვერში, განწმენდილი დავბრუნდები და როდესაც შენ შემხვდები - ყურში გეტყვი - რომ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !