ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მამისაგე გუთიაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2024


ყოფნა

ლურჯი ყვავები ცებს რომ სერავენ,
ჩემთან მოდიან სამასლაათოდ,
შენზე ვუყვები, სხვა არავისზე
და მოვუყვები სამარადჟამოდ.

ვუყვები, როგორ თენდება დილა,
ვარდისფერ ხელით იწევა ფარდა,
შემოანათებს მზე სარკმლებიდან
მთვარის დარჩენილ ფიქრებს რომ ფანტავს.

ლურჯი ყვავები მეუბნებიან,
- ,,გიყვარსო, ბიჭო?" - იცოდნენ ვითომ,
ცაზე ვარსკვლავებს რა ფერები აქვთ,
გვაკვირდებიან ცალად და თითოდ.

მეც ქადაგივით ყვავურ თვალებში,
ჩავხედავ, თითქო მესმოდეს მათი,
ვპასუხობ - ,,ყოფნა-არყოფნა, ფიცხელ,
საკითხავი ხომ აი ეს არის?!"

,,ყოფნა, წრუწუნჯან!" - მეუბნებიან,
ეჰ, რომ შემეძლოს არჩევა მისი,
ჩვენ არყოფნიდან მოსულები ვართ,
ვათრევთ სხეულებს ახუნდებივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები