ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2024


ჩემს თავს

შენ ილორში ჩამოქნილი სანთელი ხარ,
აფხაზეთის სიყვარულით იწვები...
სიზმრად მოდის შენთან გრიგოლ ხანძთელი და
გლოცავს... გიყვარს ტაოც თავდავიწყებით.

შენ შავშეთში ჩამოქნილი სანთელიც ხარ,
სიზმრად ხედავ წმინდანებს და მმართველებს...
ცაშიც ესმით დიდი გრიგოლ ხანძთელის ხმა
სამშობლოსთვის თავდადებულ ქართველებს.

2024

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები