ჭის დაბურული თვალიდან ჩანს სამყაროს ცენტრი, ჰორიზონტების ფიტულებთან თანაფარდობა. * იმ ქალაქში მისასვლელად, სანახებამდე, კლდეებს გადიან, ოცნებობენ, სულიც დალიონ. დიდი ხანია მკვდრებზე უკეთ ვერავის სცნობენ. შენც მოგიცვია ვიღაც ქალის კაბა-ხალათი და წყნარად წევხარ. როცა ბუს ხმაზე იღვიძებენ ბრმა მეძავები, კაცები მზეს დანით ფატრავენ, რაც გამოტოვეს, რაც ვერ ნახეს დაბადებამდე, იმას ელიან ყოველ დილას, როცა სუსხია და გარდაცვლილებს სარკოფაგიდან ამოსული ძვლების მსხვრევის ხმები აწუხებთ. ბრმა მეძავები უხმაუროდ ამოყრიან სამკაულებს ზარდახშებიდან, ვაკუუმივით მუცლებს, შიგ - უხერხემლო ფიტულებით, მიუშვერენ სხვა ქალაქში მიმავალ მგზავრებს. განა ეგაა შენი სიზმარი? ის ქალაქებიც მოძრაობენ, მწყობრში დგებიან, ტრიალებენ. ამ მინდვრებში თხის მეწველი ქალები სხედან და რძით გავსებულ, გახუნებულ სათლებში, როგორც ჭაში, უშვებენ წყევლას. მერე სამჯერ იმეორებენ: „წყევლა არის სამართებელი. სამართებელი ვაკუუმის მუცლებს მწველი მზესავით ფატრავს.” ტრიალებს ასე, წყევლასავით, სამართებელი, წევხარ მინდორზე დახეული კაბა-ხალათით, დაკარგულს, ყველას იგერიებ, ანდა აგზავნი სარკოფაგებში, მეძავებთან. გარდაცვლილები წუწუნებენ დილის ხმაურზე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. დიდი მადლობა, @თენგო აბრამია დიდი მადლობა, @თენგო აბრამია
20. 5 წარმატებები 5 წარმატებები
19. დიდი მადლობა, @აიობ. დიდი მადლობა, @აიობ.
18. ოპაა, მისტიკა სტუდიაში! მიყვარს, მიყვარს. კარგი სტარტია და ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ, წარმატებები! ოპაა, მისტიკა სტუდიაში! მიყვარს, მიყვარს. კარგი სტარტია და ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ, წარმატებები!
17. ოპაა, მისტიკა სტუდიაში! მიყვარს, მიყვარს. კარგი სტარტია და ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ, წარმატებები! ოპაა, მისტიკა სტუდიაში! მიყვარს, მიყვარს. კარგი სტარტია და ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ, წარმატებები!
16. ნიშნები და კუთხეები - რაღაც დროის შემდეგ დაგემატება შეფასებაში 3,4 და 5 ქულაც. ჩემთანაც ასე იყო თავიდან. ნიშნები და კუთხეები - რაღაც დროის შემდეგ დაგემატება შეფასებაში 3,4 და 5 ქულაც. ჩემთანაც ასე იყო თავიდან.
15. მეგობრებო, ზემოთ "ჩემი შეფასება: 1; 2." აი, ასე წერია და 5 ქულა როგორ უნდა დავწერო, ხომ ვერ დამარიგებთ? მეგობრებო, ზემოთ "ჩემი შეფასება: 1; 2." აი, ასე წერია და 5 ქულა როგორ უნდა დავწერო, ხომ ვერ დამარიგებთ?
13. @ნიშნები და კუთხეები
სანამ გარიჟრაჟი ასე გაიწელია, მანამდე ხელია, ნახე დახედე, რძესაც დაჩვევია ისევ კაი წველა, მაგრამ ვერასოდეს ხედავს მნახველებს, ასე ირონია ქარში საომარი, თითქმის ცამდე არის ქარიან ხევები, ისე ითქმებოდა ალბათ სარკოფაგი, მაგრამ მავნე ქონდა მასაც ჩვევები.
@ნიშნები და კუთხეები
სანამ გარიჟრაჟი ასე გაიწელია, მანამდე ხელია, ნახე დახედე, რძესაც დაჩვევია ისევ კაი წველა, მაგრამ ვერასოდეს ხედავს მნახველებს, ასე ირონია ქარში საომარი, თითქმის ცამდე არის ქარიან ხევები, ისე ითქმებოდა ალბათ სარკოფაგი, მაგრამ მავნე ქონდა მასაც ჩვევები.
12. როგორ ერთობით :)))) როგორ ერთობით :))))
11. არ გაირითმა ძვირფასო პასკვილ ეგ ორი სტროფი ა ცალი ნასკი.
ხიდსა პოეზიისასა სიურეალიზმის არც რა ესმის თითქოს, მაგრამ აცრა გამიგია შველისო, რომელსაცა ჰქვიან განცდა, სივრცის მყინავ-მწველისო. ❤️
არ გაირითმა ძვირფასო პასკვილ ეგ ორი სტროფი ა ცალი ნასკი.
ხიდსა პოეზიისასა სიურეალიზმის არც რა ესმის თითქოს, მაგრამ აცრა გამიგია შველისო, რომელსაცა ჰქვიან განცდა, სივრცის მყინავ-მწველისო. ❤️
10. სარკოფაგში ,,დილის ხმაურზე "უფრო მისტიური და სასიამოვნო რა უნდა იყოს ?!არ ვიცი ..დიდი ხანია მეც ვვოცნებობ სული დავლიო :)). წევხარ მინდორზე დახეული კაბა ხალათით და ამ ყველაფერს აგვირგვინებ ,,წრფელი ღალატით",სარკოფაგებში მეძავებთან თავზე კელაპტრით ასე მარტივად დასრულდება თხრობა ბალადით :))) სარკოფაგში ,,დილის ხმაურზე "უფრო მისტიური და სასიამოვნო რა უნდა იყოს ?!არ ვიცი ..დიდი ხანია მეც ვვოცნებობ სული დავლიო :)). წევხარ მინდორზე დახეული კაბა ხალათით და ამ ყველაფერს აგვირგვინებ ,,წრფელი ღალატით",სარკოფაგებში მეძავებთან თავზე კელაპტრით ასე მარტივად დასრულდება თხრობა ბალადით :)))
9. ორი რამისთვის ღირს ბრძოლა სიყვარულისთვის და ამოების წინააღმდეგ,ეს ორი ამოუცნობი არსი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცოცხლობს თუმცა ზოგჯერ სიყვარულიც ამაოა.სადაც აფექტური გრძონობა შემოგეჩვევა იქ მოდერნიზმიც კი აკუსტიკურ მელოდიას წყალობს.ეს იგი თუ გავფანტავთ იმ შეხედულებას რომ ეგ ნაწერი სურეალისტურია,მაშინ მივიღებთ მოდერნ არტს,თუმცა რამდენად მოდური აღმოჩნდება თქვენი დახატული სარკოფაკი ეგეც სურიალიზმის დასმული შეკითხვის ანარეკლია,მაგრამ ვიცოდით კი არსის შესახებ მაგის წაკითხვის დროს,როგორც კი ამტვრევ მაშინვე ხდები მსხვრევადი,როცა დაწერ მაშინვე ხდები ფურცელი,და როცა კითხულობ უბრალოდ არ უნდა დარჩე მკითხველად. ორი რამისთვის ღირს ბრძოლა სიყვარულისთვის და ამოების წინააღმდეგ,ეს ორი ამოუცნობი არსი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცოცხლობს თუმცა ზოგჯერ სიყვარულიც ამაოა.სადაც აფექტური გრძონობა შემოგეჩვევა იქ მოდერნიზმიც კი აკუსტიკურ მელოდიას წყალობს.ეს იგი თუ გავფანტავთ იმ შეხედულებას რომ ეგ ნაწერი სურეალისტურია,მაშინ მივიღებთ მოდერნ არტს,თუმცა რამდენად მოდური აღმოჩნდება თქვენი დახატული სარკოფაკი ეგეც სურიალიზმის დასმული შეკითხვის ანარეკლია,მაგრამ ვიცოდით კი არსის შესახებ მაგის წაკითხვის დროს,როგორც კი ამტვრევ მაშინვე ხდები მსხვრევადი,როცა დაწერ მაშინვე ხდები ფურცელი,და როცა კითხულობ უბრალოდ არ უნდა დარჩე მკითხველად.
8. მადლობა, პაპუნა! <3 მადლობა, პაპუნა! <3
7. გილოცავ პირველ თავფურცელს :) გილოცავ პირველ თავფურცელს :)
6. გმადლობთ... გმადლობთ...
5. 5 ჩემგან და წარმატებები. 5 ჩემგან და წარმატებები.
4. ორივეს ძალიან დიდი მადლობა, მიხარია… :))???? ორივეს ძალიან დიდი მადლობა, მიხარია… :))????
3. ორივეს ძალიან დიდი მადლობა, მიხარია… :))???? ორივეს ძალიან დიდი მადლობა, მიხარია… :))????
2. ჩემგანაც დიდი რეკომენდაცია :)
პირველად 6 წლის წინ წავიკითხე მარიამის ტექსტები- მაშინაც ისეთი შთამბეჭდავი იყო...
ჩემგანაც დიდი რეკომენდაცია :)
პირველად 6 წლის წინ წავიკითხე მარიამის ტექსტები- მაშინაც ისეთი შთამბეჭდავი იყო...
1. პირველ კომენტარს მე გავაკეთებ :)
მოკლედ, ყველაზე დიდი რეკომენდაცია ამ გვერდს ჩემგან, პირველ რიგში ეს და დანარჩენი თავად შეაფასეთ,
ჟანრის უნილალური ხედვა, საოცარი სახეები და სრულიად ახალი ხმა...
ესეც შენი პირველი +5 პირველ კომენტარს მე გავაკეთებ :)
მოკლედ, ყველაზე დიდი რეკომენდაცია ამ გვერდს ჩემგან, პირველ რიგში ეს და დანარჩენი თავად შეაფასეთ,
ჟანრის უნილალური ხედვა, საოცარი სახეები და სრულიად ახალი ხმა...
ესეც შენი პირველი +5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|