ავტორი: გიო ზედვაკელი ჟანრი: პოეზია 6 სექტემბერი, 2024
ენკენისთვეში ,რთვლობისას
მე მინდა, ვიყო მარტო მე ! მე მინდა ,იყო მარტო შენ ! სადმე, ახლობელ შატოში, ენკენისთვეში , რთვლობისას- რომ შენი თეთრი მკლავები მხრებზე პლედივით მოვისხა.... მათბობდე- ქარით გათოშილს! მაძლევდე ძალას,მითიურს. ჩემს მკლავზე ჩამოძინებულს, ღამე დილამდე გითიო და დილით გაგიმასპინძლდე ლექსებით -სიტყვის მძივებით . მე სიკვდილამდე ვიფხიზლებ სულ ერთი გამოძინებით . გულსაც ვერ გადამიციებს იანვრის მოსვლა უთქმელად . მე შენი ყველა სიცილის და სევდის მესაკუთრე ვარ ! ......................................................... ენკენისთვეში, რთვლობისას , სადმე ახლობელ შატოში- მე მინდა, ვიყო მარტო მე ! მე მინდა ,იყო მარტო შენ !