ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა.მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2024


მაშინ, როდესაც წერდა მუხრანი...

მტკვარი დიოდა...
მტკვარი დიოდა,
როცა კრწანისზე წერდა მუხრანი!
მთვარე ესვენა გალაკტიონთან
და ბატონობდა ვრცელი უღრანი.
მზეს მთაწმინდაზე ჩამოეძინა,
ახალ ათონზე იდგა მდევარი,
ძველ რიკულებზე თვლემდა ვეძინიც
და მაინც მღვიძარს ჰგავდა, მთვლემარი.

დაემუქრება შემდგომში ქართულს
სულ უფრო მეტად, გაღმა ენგურის
ის, ვისაც უნდა ეწოდოს ურდო,
რადგან ნირი აქვს იმას შლეგური!
თავს იწონებდა მონღოლის მოდგმა,
რომ მოქვის ოთხთავს სისხლი სდიოდა...
შეძლო და ბოლოს წინაპრის გონმა
კაცში ჩასახა რწმენის იოტა.
მიმოდიოდა ქართველი სახლში,
თან წუწუნებდა, თან ტრაბახობდა,
დასტრიალებდა თავისთავს ტაშით,
ცნობისწადილით, შორიახლოდან!

მტკვარი დიოდა...
მტკვარი დიოდა,
მაშინ, როდესაც წერდა მუხრანი
და კასპიამდე ის ჩადიოდა,
ქართველის გამო გულზე ურვანით!
უწინდებურად აღარც მამალი აღარ ყიოდა...
სამაგიეროდ ის მოდიოდა -
როგორც სიკვდილი - გალაკტიონთან,
ქრისტეს სახელით, ავზნე, უგვანი!
ურდოს ნაჯვარმა
ქართლი  დადაღმა
ენგურსგადაღმა
და ქცევა იწყო წარმართულად ჩვენში ადამმა
და ჯვარს სციოდა
და კეხვს სციოდა...
და თერგს სციოდა,
რადგანაც თემში მიატოვეს ამბთა მოყოლა,
რადგან შინ აღარ ჰპატიჟებდა ხევსურს ჯოყოლა!
ჩანდა უღრანი,
მზერით სამგლეთი!
წერდა მუხრანი,
დუმდა არგვეთი
და აღარ ჰყავდა ქართველს მტბევარი...
დიოდა მტკვარი!..

2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები