ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2024


ცა გატყდა

*
ცა გატყდა!
წავიდეთ წვიმიან სიონში...
წვიმაში რას გვარგებს ადგილი - უტბებო?!
ფსკერი რომ უთბება,
კიდე  რომ უტკბება,
დაშრობილ ნაპირებს მოლოშნის, მილოშნის
სისველე. კადრია ფილმიდან - მილოშის...
**
იმგვარად იცვლება წრეები. ფორმანი.
შეხედე, შეხედე, შეხედე ტბის რგოლებს,
მარტში კავალერი, აპრილში ჟიგოლო,
მაისში ალფონსი - წვიმა და ფორმანი.
* * *
ნუ იტყვი, რომ ბრმაა და ყრუა დესანტი
წვიმების, რომელიც ღრუბელმა გადმოსხა...
ვეღარ დაგიხატავს იმ წვიმას თვით ბოსხი,
დარჩება ტრიპტიქი. სიკვდილი. სიცოცხლე
და „ტკბობის ბაღი“ -
უადრესატოდ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები