* * * მე შენ მიყვარხარ და ეს შენ არ იცი. მე შენ მიყვარხარ და ეს არავინ არ იცის.. შენ ახლა შორს ხარ და ყოველთვის იქნები შორი, მივიწყებული აჟღერების უცხო მაჟორი.
* * * შენ ახლა ისე ახლოს ხარ ჩემთან, მე არ ვიჯერებ, თუ საერთოდ არსებობ შენ! ო, ეს სიზმარია!. შენ ლაპარაკობ - იქნებ ყველაფერს ისევ ვიგონებ, ისევ ვოცნებობ.. ხარ თუ არა ხარ, მე შენ მიყვარხარ! იყოს სიზმარი, ო, ნურასოდეს ნუ გამაღვიძებთ!!