| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 17 სექტემბერი, 2024 |
ჩემთან შეცდომის რად გაფრთხობს შიში? შენ მაშინ შეცდი, როცა გაფრინდი... ან მაშინ შეცდი, როცა წასვლისას არ დაბრუნების ტკივილს დამპირდი.
მაგრამ ცხოვრების ბედის მწერალმა, შემოაბრუნა აღთქმა საჩვენოდ, მაგრამ სად არის ძალა იმგვარი?! რომ სიყვარულით ცა დავამშვენოთ.
არ მეშინია, თუმც ვიცი ახლა, რომ შემოდგომა არ კლავს ყოველთვის. უფრო დარდი მაქვს გაფრენილ წელთა, უსაგნოდ სუნთქვის ამაოების.
მწარეა ყოფის, შეშლილი როკვა. გაფრენილ დღეთა , ნისლთა ზმანება. ადამიანში როგორ სისავსით, ბოგინობს თურმე ამპარტავნება.
არ უნდა გეთქვა , გაფრენის ფიცი. ან უნდა შეძლო, რომ ფიცს სტეხავდე... გაფრენილ წელთა გიჟური სუნთქვით, ახლა გათრობდეს წამის სისავსე.
ადამიანის ტანჯვაც და ლხენაც, ერთ შეშლილ წუთში აბობოქრდება. ვის შეუძლია ან და ვინ იცის, როდის იქნება , როდის მოხდება?!
თუ გეშინია, მაშინ გაფრინდი... ისე, რომ სრულად გაუჩინარდე. მე მირჩევნია დარჩე ოცნებად, როგორც აქამდე, ჩუმად მიყვარდე.
თუმცა შენ იცი, რომ ქალის სურნელს, დრო კოცნის სურნელს ვერ შთანთქავს ასე, თუ შენთვის ჯობდეს, რომ იფერადო და იყო მხოლოდ წარსულით სავსე...
მე დაგიჯერებ და ისევ წავალ... გავყვები ძველი სევდის დინებას, აღარ დავუცდი, მოქუფრულ ცაზე, ჩემი მზის ისევ ამობრწყინებას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგი სევდიანი, სიყვარულიანი ლექსია. შიში ადამიანის თანდაყოლილი, აუცილებელი შეგრძნებაა.
კარგი სევდიანი, სიყვარულიანი ლექსია. შიში ადამიანის თანდაყოლილი, აუცილებელი შეგრძნებაა.
1. საინტერესო ლექსია, კარგად არის გამოხატული ფიქრები, აზრები, განწყობილება.. საინტერესო ლექსია, კარგად არის გამოხატული ფიქრები, აზრები, განწყობილება..
|
|
მონაცემები არ არის |
|
|