ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2024


სიზმარეული

დავდივარ, როგორც სიზმარეული –
აქ სიზმარია და ვარ ეული.
შორს ვარსკვლავებში ლურჯია ღამე,
მითხარი რამე...

წვეთავდა სისხლი ცის კამარაზე,
მე კვლავ ვფიქრობდი – ვინ იცის რაზე?
სად სიზმარია, სად ვარ ეული?
საით მივდივარ გზააბნეული?

შორს, ვარსკვლავებში ფითრდება ღამე,
მითხარი რამე...
              მეგობარო, ნუ მიმატოვებ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები