4. მადლობა მუხა! ეს სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს. გამოგიტყდებით, ხანდახან თავი გენიოსთა გენიოსი მგონია. კერძოდ, ასეთ შემთხვევებში. ჩემთვის - ერთ-ერთი რიგითი, სხვისთვის კი - ალბათ არცთუ ნაჩვევი ლიტერატურული პოლემიკის დროს, ჩემი ფენომენით უკიდეგანოდ გამწარებული ოპონენტი ამ შუა გაგანია “ხელოვნური ინტელექტის” ბუმის დროს, იმ ინტელექტისა , თუ გახსოვთ, მე რომ ამას წინათ, 1919 წელს დაბადებულ და ორმოცდაათი წლის წინ გარდაცვლილ (1974) სახელოვან ქართველ პიეტად გამომაცხადა, იმ პოეტად, წარუშლელი კვალი რომ დაატყო ქართულ მწერლობას; სწორედ იმ ხელოვნური ინტელექტის ზეობის ხანაში, ყველა სასოებით რომ შესჩერებია, ხანაში, როცა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი ყოველწამიერი ნახტომებით ადამიანური ყოფისა და ყოფიერების, მთელი კაცობრიობის ყოველ კუნჭულს დაეპატრონა… თურმე ნუ იტყვით და, ჩემი სახით არსებულა პოეტი, რომელიც მთელო ორი-სამი წლით რომ არის ყველაფერ ამას გასწრებული. არა, რა, დღეიდან სულ რძე უნდა ვსვა, რაციონალურად ვიკვებო, ყოველდღიურად ვივარჯიშო სუფთა ჰაერზე და თავს გავუფრთხილდე, რაც ძალი და ღონე მაქვს. გულსა და ნერვებს არაფერი მივაკარო და ისა, მაიკლ ჯექსონივით ჟანგბადის სპეციალურად შექმნილ კამერაში ხომ არ დავიძინო? ნეტა რა ჯდება? ერმაც ამიგროვოს იქნებ ფული, ბანკში ანგარიშის ნომერს გავხსნი და ვისაც რა შეუძლია, ჩამირიცხოს….
ეს სიტყვები კი იმ კამერის კარზე უნდა წავაწერინო, არა! ამოვატვიფრინო ოქროს ასოებით, მანამდე - დავიზეპირო და სხვასაც დავაზეპირებინო. რაღაც, ორი- სამი წელი მინდა სულ ასე სასათბურედ გაძლება, რომ ჩემი ოქროს, იაგუნდის, ზურმუხტის …თვალით დავინახო, დამეწევა თუ არა ეს რაღაც კომპიუტერული ტექნოლოგიები!
“მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი!”
აი ციტატაც! ავტორს შეგნებულად არ ვუთითებ, ჩემდაუნებურად მისი რეკლამა რომ არ გამომივიდეს. ინიციალები კი იყოს, მაინც, საავტორო უფლება რომ არ დავუკარგო - ა. ჯ. ბოროტი ადამიანი ვარ მე, დაფნა და დიდება სულ ჩემთვის მინდა, არ მინდა ვინმეს ოდნავ მაინც გავუზიარო:
“2-3 წელიწადში, ChatGPT თქვენზე ბევრად უკეთეს ლექსებს დაწერს, რადგან ისიც, მრავალი წყაროდან შეგროვებულ ინფორმაციას და ცოდნას იყენებს. “ ( ა.ჯ)
მადლობა მუხა! ეს სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს. გამოგიტყდებით, ხანდახან თავი გენიოსთა გენიოსი მგონია. კერძოდ, ასეთ შემთხვევებში. ჩემთვის - ერთ-ერთი რიგითი, სხვისთვის კი - ალბათ არცთუ ნაჩვევი ლიტერატურული პოლემიკის დროს, ჩემი ფენომენით უკიდეგანოდ გამწარებული ოპონენტი ამ შუა გაგანია “ხელოვნური ინტელექტის” ბუმის დროს, იმ ინტელექტისა , თუ გახსოვთ, მე რომ ამას წინათ, 1919 წელს დაბადებულ და ორმოცდაათი წლის წინ გარდაცვლილ (1974) სახელოვან ქართველ პიეტად გამომაცხადა, იმ პოეტად, წარუშლელი კვალი რომ დაატყო ქართულ მწერლობას; სწორედ იმ ხელოვნური ინტელექტის ზეობის ხანაში, ყველა სასოებით რომ შესჩერებია, ხანაში, როცა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი ყოველწამიერი ნახტომებით ადამიანური ყოფისა და ყოფიერების, მთელი კაცობრიობის ყოველ კუნჭულს დაეპატრონა… თურმე ნუ იტყვით და, ჩემი სახით არსებულა პოეტი, რომელიც მთელო ორი-სამი წლით რომ არის ყველაფერ ამას გასწრებული. არა, რა, დღეიდან სულ რძე უნდა ვსვა, რაციონალურად ვიკვებო, ყოველდღიურად ვივარჯიშო სუფთა ჰაერზე და თავს გავუფრთხილდე, რაც ძალი და ღონე მაქვს. გულსა და ნერვებს არაფერი მივაკარო და ისა, მაიკლ ჯექსონივით ჟანგბადის სპეციალურად შექმნილ კამერაში ხომ არ დავიძინო? ნეტა რა ჯდება? ერმაც ამიგროვოს იქნებ ფული, ბანკში ანგარიშის ნომერს გავხსნი და ვისაც რა შეუძლია, ჩამირიცხოს….
ეს სიტყვები კი იმ კამერის კარზე უნდა წავაწერინო, არა! ამოვატვიფრინო ოქროს ასოებით, მანამდე - დავიზეპირო და სხვასაც დავაზეპირებინო. რაღაც, ორი- სამი წელი მინდა სულ ასე სასათბურედ გაძლება, რომ ჩემი ოქროს, იაგუნდის, ზურმუხტის …თვალით დავინახო, დამეწევა თუ არა ეს რაღაც კომპიუტერული ტექნოლოგიები!
“მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი!”
აი ციტატაც! ავტორს შეგნებულად არ ვუთითებ, ჩემდაუნებურად მისი რეკლამა რომ არ გამომივიდეს. ინიციალები კი იყოს, მაინც, საავტორო უფლება რომ არ დავუკარგო - ა. ჯ. ბოროტი ადამიანი ვარ მე, დაფნა და დიდება სულ ჩემთვის მინდა, არ მინდა ვინმეს ოდნავ მაინც გავუზიარო:
“2-3 წელიწადში, ChatGPT თქვენზე ბევრად უკეთეს ლექსებს დაწერს, რადგან ისიც, მრავალი წყაროდან შეგროვებულ ინფორმაციას და ცოდნას იყენებს. “ ( ა.ჯ)
3. 1. თურმე ვიღაცეები, ცოტა არ იყოს, ღიზიანდებიან, რომ ვცდილობ, საკუთარ ქმნილებებს განმარტებები დავურთო. რა ვქნა, თუ მინდა, მკითხველმა შეძლებისდაგვარად იცოდეს, საიდან რა მოდის. ნინო ძვირფასო, ყველა ჟანრი თქვენი ნაწარმოებებისა არის შესანიშნავი ,საინტარესო , ასევე განმარტებები. მადლობა მინდა გადაგიხადო ამ განმარტებისათვის, ეს მომწონს თქვენში, რადგან ზუსტად ამ განმარტებებიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. დიახაც საიდან რა მოდის მკითხველმა რომ იცოდეს, ეს მისასალმებელია და საშური, კიდევ ერთხელ გმადლობ. 1. თურმე ვიღაცეები, ცოტა არ იყოს, ღიზიანდებიან, რომ ვცდილობ, საკუთარ ქმნილებებს განმარტებები დავურთო. რა ვქნა, თუ მინდა, მკითხველმა შეძლებისდაგვარად იცოდეს, საიდან რა მოდის. ნინო ძვირფასო, ყველა ჟანრი თქვენი ნაწარმოებებისა არის შესანიშნავი ,საინტარესო , ასევე განმარტებები. მადლობა მინდა გადაგიხადო ამ განმარტებისათვის, ეს მომწონს თქვენში, რადგან ზუსტად ამ განმარტებებიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. დიახაც საიდან რა მოდის მკითხველმა რომ იცოდეს, ეს მისასალმებელია და საშური, კიდევ ერთხელ გმადლობ.
2. მომეწონა - პატარა და საყვარელი ლექსი <3 მომეწონა - პატარა და საყვარელი ლექსი <3
1. თურმე ვიღაცეები, ცოტა არ იყოს, ღიზიანდებიან, რომ ვცდილობ, საკუთარ ქმნილებებს განმარტებები დავურთო. რა ვქნა, თუ მინდა, მკითხველმა შეძლებისდაგვარად იცოდეს, საიდან რა მოდის. ეს მოდერნისტული ტანკა რასაკვირველია, ჩემს ორიგინალურ განცდა - დაკვირვებას შეიცავს, ინსპირაცია კი მიღებული აქვს უ. უიტმენის ლექსების ციკლიდან ,,გადამფრენი ფრინველები, რომელიც შვიდი ლექსისგან შედგება და წარმოადგენს ნაწილს ,, ბალახის ფოთლებისა” ფორმის მხრივ, საყურადღებოა ის, რომ როდესაც ეზრა პაუნდის სკოლამ აღმოსავლური მყარი სალექსო ფორმების ინგლისურენოვანი მოდერნიზაცია დაიწყო, ადაპტაციას მიმართა, რაკი სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა - იაპონურის ზუსტი ადეკვატი წარმოუდგენელია, შეიქმნას სხვა ენაზე, მის კვალად, იაპონური ტანკა ინგლისურენოვან პოეზიაში მრავალმხრივ მოდერნისტულ განვითარებას იწყებს, ავტორები საწყის წერტილად იღებენ არა იაპონურ, არამედ უკვე ინგლისურ ტრადიციას. ძირითადი სქემა, რომელიც მე გამოვიყენე, დამახასიათებელია უფრო ადრეული პერიოდის მოდერნისტული ტანკისთვის და დღეს ლამის კლასიკად მიიჩნევა.
აქ ინგლისურად არ იწერება და მაპატიეთ, თუ ქართული შრიფტით დავწერ. ,, ფესიჯ ბერდ” , მაიგრეითინ ბერდ” - გადამფრენი ფრინველი ინგლისური იდიომია და ნიშნავს ადამიანს, რომელიც დიდხანს და ბოლომდე არსად რჩება, მიმტოვებელია. თურმე ვიღაცეები, ცოტა არ იყოს, ღიზიანდებიან, რომ ვცდილობ, საკუთარ ქმნილებებს განმარტებები დავურთო. რა ვქნა, თუ მინდა, მკითხველმა შეძლებისდაგვარად იცოდეს, საიდან რა მოდის. ეს მოდერნისტული ტანკა რასაკვირველია, ჩემს ორიგინალურ განცდა - დაკვირვებას შეიცავს, ინსპირაცია კი მიღებული აქვს უ. უიტმენის ლექსების ციკლიდან ,,გადამფრენი ფრინველები, რომელიც შვიდი ლექსისგან შედგება და წარმოადგენს ნაწილს ,, ბალახის ფოთლებისა” ფორმის მხრივ, საყურადღებოა ის, რომ როდესაც ეზრა პაუნდის სკოლამ აღმოსავლური მყარი სალექსო ფორმების ინგლისურენოვანი მოდერნიზაცია დაიწყო, ადაპტაციას მიმართა, რაკი სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა - იაპონურის ზუსტი ადეკვატი წარმოუდგენელია, შეიქმნას სხვა ენაზე, მის კვალად, იაპონური ტანკა ინგლისურენოვან პოეზიაში მრავალმხრივ მოდერნისტულ განვითარებას იწყებს, ავტორები საწყის წერტილად იღებენ არა იაპონურ, არამედ უკვე ინგლისურ ტრადიციას. ძირითადი სქემა, რომელიც მე გამოვიყენე, დამახასიათებელია უფრო ადრეული პერიოდის მოდერნისტული ტანკისთვის და დღეს ლამის კლასიკად მიიჩნევა.
აქ ინგლისურად არ იწერება და მაპატიეთ, თუ ქართული შრიფტით დავწერ. ,, ფესიჯ ბერდ” , მაიგრეითინ ბერდ” - გადამფრენი ფრინველი ინგლისური იდიომია და ნიშნავს ადამიანს, რომელიც დიდხანს და ბოლომდე არსად რჩება, მიმტოვებელია.
|