ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2024


კოშმარებიდან ( ხსოვნას ტ. მახაურისა)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

კოშმარებიდან
    (ხსოვნას ტ. მახაურისა, რომელმაც მომილექსა,:
შენ მხოლოდ ერთი გვიბრძანე, სად დავდგათ შენი მუმია,
გვიან არც მაშინ იქნება გაგიხსნათ მუზეუმია)

გამოეღვიძა მუმიას, ვერ დაინახა იგი,
ვინც უკვდავების  მისისა  ითავა თადარიგი.
თვით მოკვდა,  როგორც  მრავალი, იქცა  ბალახად, ფერფლად,
ვინც სიკვდილს არ ანებებდა; სურდა, იმედად ეფლა.
ვინც  მის სარკოფაგს ავლებდა ამოუკითხავ ხაზებს,
ვინც მოცახცახე სიტყვებით ხაოდა ბოლო ხმაზე:

“-გაბარებ, რომ სიყვარული სამარადისოდ დაფლო,
შენ - უძლეველო მარილო, მარად უხრწნელო თაფლო!”

გამოიღვიძა მუმიამ,
ადრე - ნალოკმა მძლოკვთა,
ამბავი მისი  ფერადად იციან  კატალოგთა.
ირგვლივ გაფითრდა ყოველი,
ზარი რეკდა და როკდა.
შეძრული მუზეუმია,
კოშმარი არ დაოკდა!… 
რომ  ვეღარ იცნო ვერავინ.
უკვე ნამდვილად მოკვდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები