***
- რას გვთავაზობ, ნათანაელ? - ფეხზე წამოდგა მაგისტრი - ნება მომეცით სასახლეში მივიდე და ბიჭი გამოვიხსნა ... - საუბრისას ხელები უკანკალებდა. - მომიტევეთ მაგისტრო... - ბრძანე! - ხომ ვამბობდი, რომ დამიანე სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ლიტონს. გასაგებია, რომ მეფე თადეოზმა არ იცის, რომ „ლიტონის საბჭო“ დღემდე არსებობს, რადგან ჩვენი წინაპრები საუკუნეებით ადრე გამოეყვნენ სამეფოს, თუმცა ახლა ყველანი აშკარა საშიშროების წინაშე ვდგავართ, რადგან ვინიცობაა „ცოცხალი მიცვალებული“ შეიტყობს ამ საიდუმლო შეკრებების ამბებს, მყისვე ყველაფერს ბოლო მოეღება. - უთხრა მილდადმა. - ამ ქალაქს და აქაურებს საფიცარად, მხოლოდ ჩვენღა შემოვრჩით, რადგან მათთვის უკანასკნელი იმედი ვართ, ვინც ლიტონს საუკუნოვანი წყევლისგან იხსნის და ამ დროს რა ხდება? ქალაქს სტუმრობს ვიღაც თავქარიანი ახალგაზრდა, რომელიც კოსმოსური ხომალდის ხელში ჩასაგდებად მზად არის სამარადჟამოდ დაგვასამაროს... - მე ვფიქრობ მილდადი აჭარბებს. - ფეხზე წამოდგა მეუფე. - დამიანე მსხვერპლია, თუმცა ნუ დავივიწყებთ, რომ სწორედ მას შეუძლია ჩვენი ხსნა. რახან ისინი ერთმანეთს შეხვდებიან იქნებ ეს ნიშანიცაა?! - ... თქვენ ემხრობით სისხლის ღვრას? - მე ვემხრობი იმას, რომ აქ მყოფი სულების წინაშე ყველანი ვცოდავთ. მომიტევეთ, მაგრამ ერთი კაცის სისხლი ვირჩევ განსაწმენდელად. - თავის ადგილს მშვიდად დაუბრუნდა. - თადეოზი უნდა მოკვდეს! - დაეთანხმა ერთ-ერთი გრებრერი. - ამასობაში „ცოცხალმა-მიცვალებულმა“, რომ თქვენი დამიანე მოკლას მაგაზე რა აზრის ხართ?- მილდადი ისევ უკმაყოფილო ჩანდა საბჭოს დამოკიდებულებებით, რომელიც აშკარად ვერ მალავდა შინაგანად დაგროვილ ზიზღს. - ან კიდევ შენ გეკითხები, ნათანაელ... კიდევ დიდხანს აპირებ მის გადარჩენას? - მილდად! წევრებო მოდით ნათანაელსაც ვაცადოთ თავის სიტყვა თქვას... - მაგისტრს დაჟინებით აინტერესებდა თუ რას ეტყოდა იგი.
- მე ვფიქრობ... - ჯერ გაოფლილი ხელები შარვალზე შეუმჩნევლად შეიწმინდა. - გასარისკად არაფერი არ გვიღირს და ამიტომ ისევ ჩემ აზრზე ვრჩები. თუ ბიჭი ცოცხალი დაგვიბრუნდა შინ გავუშვებ მიუხედავად იმისა, რაც აქ მოვისმინეთ. - თუ მეფე თადეოზმა ის ცოცხალი გამოუშვა მაშინ დანაბარებიც ექნება ჩვენთან და ხომ არ აჯობებს ჯერ დამიანეს მოვუსმინოთ. - უპასუხა მაგისტრმა. - მესმი, რომ მსხვერპლი არც ერთ ჩვენგანს არ გვინდა, მაგრამ ასე ახლოს თადეოზთან არასდროს ვყოფილვართ. უმჯობესია ჯერ გავიგოთ რა სურს დამიანესგან და რატომ ის? - ნება მომეცით სასახლეში წავიდე... - არ ეპუებოდა ნათანაელი. - იქნებ ასე მაინც ვიხსნა გარდაუვალი სიკვდილისგან. - ნათანაელ დამერწმუნე, რომ იმ საღამოს დესპანები არც შენ და არც დამიანეს დაგინდობდნენ თუ თქვენი მოკვლა თავიდანვე ედოთ გულში. სწორედ, ამიტომ ვფიქრობ რომ საუკუნოვანი დუმილის შემდეგ დროა ჩვენს მტერს პირისპირ შევხვდეთ. - სანამ „ბედის წიგნი“ თან აქვს ვერაფერს გავხდებით. - საუბარში მეორე გრებრერიც ჩაერთო. - წყევლის მიხედვით მას ვერც ერთი ლიტონელი ვერას დააკლებს და მხოლოდ გვედერების იმედათ ვართ დარჩენილები. - ესეიგი დამიანე? - ან დამიანე ან ანა... - ანას ნუ გავრევთ ამ საქმეში. მან არც საბჭოს შესახებ იცის რაიმე და არც ერთმანეთი უნახავთ ოდესმე. - მიუგო ნათანაელმა. - კეთილი... - დასამშვიდობებლად მაგისტრი ფეხზე წამოდგა. - მეფე თადეოზი, დამიანეს აუცილებლად გამოუშვებს, ამიტომ დაველოდოთ თუ რა სიახლეებს გვამცნობს იგი. ნათანაელ ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, ამიტომ ბიჭს უთხარი, რომ შეუძლია აწი საბჭოს შემოუერთდეს. - საბჭოს?
***
- ნათანაელ, როგორც იქნა! - ანა შემოსასვლელშივე დახვდა მოხუცს, რომელიც დესპანების სტუმრობის შემდეგ მოულოდნელად გაუჩინარდა. - პალტოს გაგხდი! - ჩაიდანს დაადგამ? - გინდა ჩაი ერთად დავლიოთ? - დავლიოთ... - უპასუხა დაღლილმა ნათანაელმა და სავარძელში მძიმედ ჩაესვენა. ანამ ბუხარში ორიოდე შეშის ნაჭერი დაამატა, ჩაიდანი ხელახლა შეავსო და წყლის ადუღებამდე, ნათანაელის წინ ჩამოჯდა. მოხუცს მისი ცნობისმოყვარეობა მაშინვე ენიშნა და შესაბამისად შეემზადა რათა მოხერხებულად არიდებოდა მოსალოდნელ კითხვებს. - ისინი ვინ იყვნენ ან იმ ბიჭისგან რა უნდოდათ. - მაქმანებიანი კაბა ნაზად შეისწორა და ხელები მუხლებზე დაილაგა. ალბათ ეგონა, რომ მოხუცი ზედმიწევნით უამბობდა ყველაფერს, მაგრამ ნათანაელი საკმაოდ სიტყვა ძუნწი კაცი გახლდათ, რაც მის ამოუცნობ ხასიათს სრულიად შეეფერებოდა. - დამიჯერე, ანა რაც უფრო ნაკლები გეცოდინება მით უფრო უკეთესი შენთვის. - ნათანაელ არასდროს არაფერს მიყვები - თავი ოდნავ ზევით წამოწია. - როგორც კი შენთან საუბარს დავაპირებ მაშინვე ყვავილებზე მიწყებ ლაპარაკს. - იყავი ორანჟერეაში? - აი ისევ ... - იმედგაცრუებული წამოდგა. - კინაღამ მოგკლეს და იმასაც კი არ მიყვები თუ რისთვის?! იცოდე აქედან, რომ წავალ შენზე მხოლოდ ის მეცოდინება, რომ ბიბლიოთეკარი ხარ. - ანას ამ სიტყვებზე ნათანაელს გულიანად გაეცინა. - ასეც არის. - დასტურის ნიშნად თავი ცინიკურად დაუკრა . - ჩემნაირი ბერიკაცისთვის ლიტონის ბიბლიოთეკარობა ნამდვილი წყალობაა. განა არსებობს წიგნებზე უფრო ამაღელვებელი დიალოგი? - სხვათაშორის ავტორებიც კი საკმაოდ გულახდილები არიან თავიანთ მკითხველებთან.- მისი ბავშვური და გულუბრყვილო საუბარი, ნათანაელს სულ უფრო მეტად მოსწონდა - ავტორები არასდროს გვატყუებენ. - ყოველი ამბავი აბსურდზეა აგებული და ეს შენ ჩემზე უკეთესად იცი. - ტყუილში ვერ აღმოცენდება ის ემოცია, რასაც კითხვის მიწურულს ვგრნობ, ნათანაელ... - მაშინ რას ეფუძნება ლიტერატურა? - არ მოყოლილ ამბებს - სწრაფად უპასუხა და ცხელი ჩაიდანი გვერდით გადმოდგა. - ლიტერატურა კიდევ ერთი ცდაა, რომ იმათზე მოვყვეთ, ვისაც ვერავინ ამჩნევს. - ... და ვინ არიან ეს ადამიანები? - ქაღალდის ადამიანები, ისინი ქაღალდზე შემორჩებიან და რამდენჯერაც წიგნს გადავლიშით, იმდენჯერ გაცოცხლდებიან. - საინტერესო ახალგაზრდა ხარ. მგონი შენი ადგილი სწორედ აქ არის! - ბიბლიოთეკაში? - გაოცებულმა ფინჯანი გაუწოდა. - შენ არც ავტორზე ფიქრობ და არც გვერდების რაოდენობაზე. შენთვის წიგნში ადამიანური სისუსტეები უფრო მთავარია. მასში არსებული კონფლიქტის თანამონაწილე ხდები და ვინ იცის... იქნებ მწერლისგან დამოუკიდებლად პერსონაჟებიც კი შეარიგო ერთმანეთს?! - რანაირად? - ავტორი კი გიყვება ამბავს, თუმცა გონებაში შენ ყველას თავის წილ გაგრძელებებს არგუნებ და იცი რატომ? იმიტომ, რომ ლიტერატურა თავისუფლებაა, ის უსაზღვროა. რეალურად არც ავტორს ეკუთვნის პერსონაჟები და არც ამბავს. ისინი საიდანღაც ჩნდებიან ფურცლებზე და დამოუკიდებლად იწყებენ მასში არსებობას. - მე მიყვარს მათთან ერთად ცხოვრება. -დაეთანხმა ანა. - რა საკვირველია, რადგან ჩვენგან განსხვავებით ისინი არასდროს დაგაღალატებენ. - ... და იქამდე სად არიან? - სადამდე? - სანამ ავტორი მათზე თხრობას დაიწყებს? - არ ვიცი. თავისთვის სადღაც ცხოვრობენ ერთ ბნელ და ცარიელ ოთახში სანამ ერთ საღამოსაც ავტორი ფურცელსა და კალამს არ აიღებს და არ იტყვის რომ... „ იმ ქაოტურ ქალაქში, სადაც ადამიანებს ღმერთიც კი დაჰკარგვოდათ, ახალგაზრდა ანა მათ მაგიერ განაგრძობდა ლოცვას“... - მგონი შენგან შეიძლება კარგი მწერალი დადგეს, ნათანაელ - სიცილით უთხრა ანამ და თან მოხუცთან ერთად განაგრძობდა ჩაის სმას. - მწერალი უფრო მეტად მკითხველი უნდა იყოს, ვიდრე მწერალი... - ამასობაში საუბარში სევდაც შეეპარა. - ...თუმცა ღმერთს ხალხი მოაკლდა, ლიტერატურას მოაკლდა. ახლა ჩვენ ცარიელი ფურცლები ვართ, ცარიელი გვერდებით, ცარიელი ემოციებითა და ცარიელი თვალებით. - მგონი ჭიქა დაგიცარიელდა. ჩაით შეგივსებ! - ანას ეს სიტყვები კი სასიამოვნოდ ენიშნა. - შეავსე!
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. "ლიტერატურა თავისუფლებაა, ის უსაზღვროა. რეალურად არც ავტორს ეკუთვნის პერსონაჟები და არც ამბავს."'
ლიტერატურულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ნაკლებად სანდოა მემუარები, მოგონებები,ამბები და თვით ავტორთა აღიარებაც კი...ხანდახან ისინი ერთმანეთს გამორიცხავენ. შეუძლებელია მწერლის პიროვნებისა და შემოქმედების იდენტურობის დაგენა, ხშირ შემთხვევაში მწერლის პიროვნება არ გავს მის ნაწარმოებს და პერსონაჟებს . "ლიტერატურა თავისუფლებაა, ის უსაზღვროა. რეალურად არც ავტორს ეკუთვნის პერსონაჟები და არც ამბავს."`
ლიტერატურულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ნაკლებად სანდოა მემუარები, მოგონებები,ამბები და თვით ავტორთა აღიარებაც კი...ხანდახან ისინი ერთმანეთს გამორიცხავენ. შეუძლებელია მწერლის პიროვნებისა და შემოქმედების იდენტურობის დაგენა, ხშირ შემთხვევაში მწერლის პიროვნება არ გავს მის ნაწარმოებს და პერსონაჟებს .
|
|
მონაცემები არ არის |
|
|