| ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 18 სექტემბერი, 2024 |
რომელია სწორი ფორმა: ბზინავდა თუ აბზინდა? გულიანად გამეცინა, ჩვენი სოფლის აბზინდა... ქრისტესსისხლაც გამახსენდა, სალბუნებლად იარის, იქვე სვია, უთავბოლო, კეკლუცი და ხვიარა. სახლთან მდგარი, აზიდული ლამის სახლის ჭერამდე, ყვითელგულა, ხორკლიანი, დაწინწკლული ჭერამი. მედიდური მამლები და მოკრიახე კრუხები, იმ დღეების სახსოვარი ზოგიც გამირუხდება, რაც დარჩება, სინათლეა - მოგონების სკივრიდან, ყველას გამოვიზოგავ და სიბერემდე მივიტან, კიდევ კარგი, წერა ვიცი, ასე უკეთ ვიხსენებ, ნამაისარ სამყურების კოკისპირულ სისველეს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან,ძალიან მომეწონა, სამყურებმა გამახსენა ჩემი ზაზუნა(ზღვის გოჭი, რომაა) ჩვენსას ჟუჟას ვეძახდით, საოცრება იყო, ჭკვიანი, 7წელი გვყავდა და მხოლოდ, მხოლოდ სამყურას მიირთმევდა , დიდი და პატარა ჩვენ გვეხმარებოდა სამყურების მოგროვებაში. ფოტოს დავდებ.
ძალიან,ძალიან მომეწონა, სამყურებმა გამახსენა ჩემი ზაზუნა(ზღვის გოჭი, რომაა) ჩვენსას ჟუჟას ვეძახდით, საოცრება იყო, ჭკვიანი, 7წელი გვყავდა და მხოლოდ, მხოლოდ სამყურას მიირთმევდა , დიდი და პატარა ჩვენ გვეხმარებოდა სამყურების მოგროვებაში. ფოტოს დავდებ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|