| ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 18 სექტემბერი, 2024 |
ასეთი რაღაც მოვიფიქრე. სად ვდიო კომენტარებს აქეთ- იქით. ლიმიტებმა ხომ გამტანჯა. ვისაც რა პრეტენზია გაქვთ, რამე გინდათ მკითხოთ ან დააზუსტოთ, აქ დამიტოვეთ კომენტარში და დამელოდეთ. აქ ხომ ულიმიტოდ შემიძლია პასუხების გაცემა, არა? სხვებს კი აღარ შევაწუხებთ, არც მე, არც თქვენ. ანუ რაც აქ არ იდება, იმაზე პასუხი არ იქნება!
#თავშესაქცევი #დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნინო დარბაისელი
მე - გენიოსთა-გენიოსი?!
გამოგიტყდებით, ხანდახან თავი გენიოსთა გენიოსი მგონია, კერძოდ, ასეთ შემთხვევებში. ჩემთვის - ერთ-ერთი რიგითი, სხვისთვის კი - ალბათ არცთუ ნაჩვევი ლიტერატურული პოლემიკის დროს, ჩემი ფენომენით უკიდეგანოდ გამწარებული ოპონენტი ამ შუა გაგანია “ხელოვნური ინტელექტის” ბუმის დროს, იმ ინტელექტისა, თუ გახსოვთ, მე რომ ამას წინათ, 1919 წელს დაბადებულ და ორმოცდაათი წლის წინ გარდაცვლილ (1974) სახელოვან ქართველ პოეტად გამომაცხადა, იმ პოეტად, წარუშლელი კვალი რომ დაატყო ქართულ მწერლობას; სწორედ იმ ხელოვნური ინტელექტის ზეობის ხანაში, მსოფლიოს საუკეთესო ტვინების ახალ-ახალ მიღწევებს ყველა სასოებით რომ შესჩერებია; ხანაში, როცა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი ყოველწამიერი ნახტომებით ადამიანური ყოფისა და ყოფიერების, მთელი კაცობრიობის ყოველ კუნჭულს დაეპატრონა… თურმე ნუ იტყვით და, ჩემი სახით არსებულა პოეტი, რომელიც მთელი ორი-სამი წლით (!!!) არის ყველაფერ ამას გასწრებული. არა, რა, დღეიდან ძილის წინ სულ ოთახის ტემპერატურამდე შემთბარი ფინჯანი რძე უნდა ვსვა პატარა ყლუპებად, რაციონალურად ვიკვებო, ყოველდღიურად ვივარჯიშო სუფთა ჰაერზე და თავს გავუფრთხილდე, რაც ძალი და ღონე მაქვს. გულსა და ნერვებს არაფერი მივაკარო და ისა, მაიკლ ჯექსონივით ჟანგბადის სპეციალურად შექმნილ კამერაში ხომ არ დავიძინო? ნეტა რა ჯდება? ახლა, ერმაც ამიგროვოს იქნებ ცოტა ფული, ბანკში ანგარიშის ნომერს გავხსნი და ვისაც რა შეუძლია, ჩამირიცხოს….
ეს სიტყვები კი იმ კამერის კარზე უნდა წავაწერინო… არა! ამოვატვიფრინო ოქროს ასოებით, მანამდე - დავიზეპირო და სხვებსაც დავაზეპირებინო. რაღაც, ორი-სამი წელი მინდა სულ ასე სასათბურედ გაძლება, რომ ჩემი ოქროს, იაგუნდის, ზურმუხტის თვალით დავინახო, დამეწევა თუ არა ეს, რაღაც კომპიუტერული ტექნოლოგიები!
“მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი!”
აი ციტატაც!
ავტორს შეგნებულად არ ვუთითებ, ჩემდაუნებურად მისი რეკლამა რომ არ გამომივიდეს. მხოლოდ ინიციალები იყოს, საავტორო უფლება რომ არ დავუკარგო. ბოროტი ადამიანი ვარ მე, დაფნა და დიდება სულ ჩემთვის მინდა, გვირგვინიდან შემთხვევით ჩამოვარდნილი ერთი ფოთოლიც კი, არ მინდა, ვინმეს ოდნავ მაინც გავუზიარო:
“2-3 წელიწადში, ChatGPT თქვენზე ბევრად უკეთეს ლექსებს დაწერს, რადგან ისიც, მრავალი წყაროდან შეგროვებულ ინფორმაციას და ცოდნას იყენებს.“ ( ა. ჯ.)
რა ვიცი, ნათქვამია, ეშმაკს არ სძინავსო. ვინმეს ჩემი მოგონილი არ ეგონოს ეს ჩემი უკიდეგანო აღიარება, მაინც წყაროა თუ ჩანჩქერი, ლინკს აქვე ვუთითებ:
http://urakparaki.com/?m=4&ID=114808#comments
ო, რომ იცოდეთ, როგორ მინდა, ვინმე, ძალიან ცნობად სახეს წარმოადგენდეს ამ სიტყვების მთქმელი! - რათა ფართო საზოგადოებამ, პროგრესულმა კაცობრიობამ მეტად მიაპყროს ყურადღება! და ისა, მთელი ძალები ხომ არ მივმართო საამისოდ? :)))))
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მუხა საყვარელო! წერ, კრიტიკა- პუბლიცისტიკა ჩემთვის ცოტა რთულიაო. მე ნამდვილად არ ვთვლი ასე. თუმცა - ეს კი ცოტა სხვაგვარი რამ - ლიტერატურულ-კრიტიკული პოლემიკაა და ისეთი რამეა, დასაწყისიდანვე შენ კი არა, მონაწილეებმა და სეირის მაცქერლებმაც არ იციან, რა როგორ განვითარდება. მარტივად, ფეხბურთის მატჩი წარმოიდგინე! როგორც იტყვიან, ბურთი - მრგვალია და თამაშის ბოლომდე ყველა პროგნოზი მაინც სათუოა. მუხა საყვარელო! წერ, კრიტიკა- პუბლიცისტიკა ჩემთვის ცოტა რთულიაო. მე ნამდვილად არ ვთვლი ასე. თუმცა - ეს კი ცოტა სხვაგვარი რამ - ლიტერატურულ-კრიტიკული პოლემიკაა და ისეთი რამეა, დასაწყისიდანვე შენ კი არა, მონაწილეებმა და სეირის მაცქერლებმაც არ იციან, რა როგორ განვითარდება. მარტივად, ფეხბურთის მატჩი წარმოიდგინე! როგორც იტყვიან, ბურთი - მრგვალია და თამაშის ბოლომდე ყველა პროგნოზი მაინც სათუოა.
2. ჩემთვის ცოტა რთულია კრიტიკა-პუბლიცისტიკას შეფასება, ჩემთვის ცოტა რთულია კრიტიკა-პუბლიცისტიკას შეფასება,
1. რა ვიცი, ნათქვამია, ეშმაკს არ სძინავსო. ვინმეს ჩემი მოგონილი არ ეგონოს ეს ჩემი უკიდეგანო აღიარება, ფოტოს დადება არ გამომდის და წყაროა თუ ჩანჩქერი, ლინკს აქვე ვუთითებ. ო, რომ იცოდეთ, როგორ მინდა, ვინმე, ძალიან ცნობად სახეს წარმოადგენდეს ამ სიტყვების მთქმელი! - რათა ფართო საზოგადოებამ, პროგრესულმა კაცობრიობამ მეტად მიაპყროს ყურადღება! და ისა, მთელი ძალები ხომ არ მივმართო საამისოდ? :)))))
http://urakparaki.com/?m=4&ID=114808#comments
რა ვიცი, ნათქვამია, ეშმაკს არ სძინავსო. ვინმეს ჩემი მოგონილი არ ეგონოს ეს ჩემი უკიდეგანო აღიარება, ფოტოს დადება არ გამომდის და წყაროა თუ ჩანჩქერი, ლინკს აქვე ვუთითებ. ო, რომ იცოდეთ, როგორ მინდა, ვინმე, ძალიან ცნობად სახეს წარმოადგენდეს ამ სიტყვების მთქმელი! - რათა ფართო საზოგადოებამ, პროგრესულმა კაცობრიობამ მეტად მიაპყროს ყურადღება! და ისა, მთელი ძალები ხომ არ მივმართო საამისოდ? :)))))
http://urakparaki.com/?m=4&ID=114808#comments
|
|
მონაცემები არ არის |
|
|