გიშრისფერო ქმარო, თვალებში ამოსულ მთვარესაც რომ აშავებ, მითხარი რამდენად მიყიდე ჩემი სახლიდან? მანამ მითხარი სანამ შენს მკერდზე თმებს დავწნიდე, მანამ მითხარი სანამ თეთრი კაბა მაცვია, მინდა ვიცოდე რა ვღირვარ და შენ რად გიღირვარ, თორემ ხომ ხედავ, ჩემს სახეზე სიცილი გაქრა და თავი სარმალე მგონია, ჩემო გიშრისფერო ქმარო, ის მაინც მითხარი, მე თუ სარმალე? ჩვენი ქორწილი სამ დღეს გრძელდება, და მხოლოდ შენი წარბებივით გადაბმული სამი დღისა და ღამის შემდეგ შეგეძლება ჩემთან სარეცელის გაზიარება, სარმალესაც ხომ ასე სჭირდება? ისიც ხორცია, როგორც მე, და მასაც, ისევე როგორც მე _ მყიდულობ, სამ დღეს ინახავ მანამ, სანამ გემოს გაუსინჯავ, ეს სამი დღე კი, სუნი გცემს და სუნი გტანჯავს ჩემო გიშრისფერო ქმარო, ჩემო უმაღლესო არკანო, ეშმაკის გამოსახულებით, მითხარი რამდენად გამიმეტა ჩემმა სახლმა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. დიდი ხანია არ გამოჩენილხარ ევა თუ მე დავიგვიანე შემოსვლა არ ვიცი... შემოვედი და თავფურცელს გადავხედე... პირველი ეს წავიკითხე... თითქოსდა რა მსუბუქად და მარტივად გადმოეცი ეს ლოდისტოლა სიმძიმე... დიდი ხანია არ გამოჩენილხარ ევა თუ მე დავიგვიანე შემოსვლა არ ვიცი... შემოვედი და თავფურცელს გადავხედე... პირველი ეს წავიკითხე... თითქოსდა რა მსუბუქად და მარტივად გადმოეცი ეს ლოდისტოლა სიმძიმე...
9. ვანანოს დავეთანხმები, უხეში შედარებაა, მაგრამ ალბათ, აუცილებელი ,რადგან სამწუხაროდ, ქალი ზოგისთვის ამრთლა ხორცის ნაჭერია და სხვა არაფერი, ძალიან სამწუხაროდ... ანუ, დიდი აზრი დევს ამ ლექსში. ვანანოს დავეთანხმები, უხეში შედარებაა, მაგრამ ალბათ, აუცილებელი ,რადგან სამწუხაროდ, ქალი ზოგისთვის ამრთლა ხორცის ნაჭერია და სხვა არაფერი, ძალიან სამწუხაროდ... ანუ, დიდი აზრი დევს ამ ლექსში.
8. აღმოსავლური მოტივები მოვიდა, პირველად წაკითხვისას ცოტა არ იყოს ცუდი შეგრძნება დამეუფლა, ხორცი რომელიც სუნს იდებს, შესადარებლად არც ისე კარგია პატარძალთან თეთრი კაბით. აღმოსავლური მოტივები მოვიდა, პირველად წაკითხვისას ცოტა არ იყოს ცუდი შეგრძნება დამეუფლა, ხორცი რომელიც სუნს იდებს, შესადარებლად არც ისე კარგია პატარძალთან თეთრი კაბით.
7. "იცეკვე ვიტა" გამიხარდა ახალი ლექსი და პატივცემული წევრებისგან დამოკიდებულების შეცვლა.
"ვიტა ისედაც იცეკვებს" . "იცეკვე ვიტა" გამიხარდა ახალი ლექსი და პატივცემული წევრებისგან დამოკიდებულების შეცვლა.
"ვიტა ისედაც იცეკვებს" .
6. თუ ადამიანი ნიჭიერია, ყველა ფარდის მიღმა ნიჭიერი იქნებაო, ძველებს უთქვამთ :)) თუ ადამიანი ნიჭიერია, ყველა ფარდის მიღმა ნიჭიერი იქნებაო, ძველებს უთქვამთ :))
5. ნინო დარბაისელის კომენტარები , მხოლოდ ბედნიერებაა, წინსვლაა, წამატებებისაკენ ევა-ბოშა ქალის პოეზიაზე. ნინო დარბაისელის კომენტარები , მხოლოდ ბედნიერებაა, წინსვლაა, წამატებებისაკენ ევა-ბოშა ქალის პოეზიაზე.
4. სათავფურცლეა: სათქმელი, ეგზოტიკა, კომპოზიცია, ლექსიკა, რიტმიკა და ინტონაცია, ტექსტის ზომაც კი და აშ. - ყველაფერი უნისონში მუშაობს. პუნქტუაციას - ყურადღება! ( წინ მძიმეები - სანამ, რამდენად და მისთ) ბეჭდურად გამოქვეყნებისას მაინც, რედაქტორს გადაახედეთ!
სათავფურცლეა: სათქმელი, ეგზოტიკა, კომპოზიცია, ლექსიკა, რიტმიკა და ინტონაცია, ტექსტის ზომაც კი და აშ. - ყველაფერი უნისონში მუშაობს. პუნქტუაციას - ყურადღება! ( წინ მძიმეები - სანამ, რამდენად და მისთ) ბეჭდურად გამოქვეყნებისას მაინც, რედაქტორს გადაახედეთ!
3. სარმალე _ არის ეს ტრადიციულური სამჭელი, რომელიც ჰგავს ქართულს ტოლმას. სარმალე _ არის ეს ტრადიციულური სამჭელი, რომელიც ჰგავს ქართულს ტოლმას.
2. ძალიან მომეწონა და (სარმალე)რას ნიშნავს მიაწერე ძალიან მომეწონა და (სარმალე)რას ნიშნავს მიაწერე
1. რა კარგია.
5. რა კარგია.
5.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|