სად უძებნიან ქალიშვილებს ახალ საყვარლებს?! ნაგავსაყრელზე, დედაჩემო, ნაგავსაყრელზე დამილაგე დარჩენილი ხორბლის მარცვლები და ამოავსე მწარე საკენკით ორივე ძუძუ, ნახევარმთვარე. ახლა ჩემია მუცლის სისხლში გასვრილი ტანი, წვრილ წელზე ვიხვევ შარავანდედს, ნეტარ არიან პირჯვარში ჩახატული მათხოვრები, ნეტარ არიან წამებამდე. სად მომიგონებ, დედაჩემო, როცა ჩემს კაცს ტყვიებს დავუშენ, ომში წავიყვან, სულ თმების სიგრძე საზღვარია გადასავლელი, გადავატარებ. ტომი მიყურებს, ამ გორაკებში, ამ მუცლებში სხედან და სმენით მაყრუებენ. მეც სისხლში გასვრილ ტანს მივაკრობ ჩემს კაცს სახეზე, მოვუხატავ. გავუფერადებ მკვდარ წამწამებზე შერჩენილ ტკივილს ცივი ხორცისფრად. გამოლევამდე დავუშენ ტყვიებს. დახვრეტილი სხეულით დამყავს, ჩამოვატარო, სოფლის ქალებს და შავსახიან მუშებს ვანახო: აი, ომშია ჩემი კაცი, სანგარში სძინავს, კატაკომბში და გამუდმებით საზღვარს ეძებს, ამოთხრილ ორმოს. ჭიანჭველები ეხვევიან, ყოველ გავლაზე უთეთრებენ წითელ ყვრიმალებს ნაფეხურებით. და ისევ ტყვიებს ვუშენ თვალებში, შუბლში, კარგად უნდა იბრძოლოს. არ გამოფხიზლდე, დედაჩემო, ვერ დაგინახავს, აქ არ გლოვობენ მკვდარ კაცებზე, არც მკვლელ შვილებზე. ისევ ომში ვართ და ერთმანეთის ხორცის გემო გვიბრუნებს მადას, ვილუკმებით. სად გადამალე, დედაჩემო, ხორბლის მარცვალი? საზღვარი უნდა გავიარო, გზად აღარ მეყოს და გამომიდგნენ სოფლის ქალები. ქათმის წილი საკენკით მკენკონ ორივე ძუძუ, ნახევარმთვარე. სად დაგიტოვო ჩემი სხეული, სხვა სახლის სუნი შერჩა ხის ტოტებს, ჩამოკიდებულ დაკოჟრილ ხელებს, ნაგავსაყრელის. არ უძებნიან მკვდარ გოგონებს ახალ საყვარლებს სამოთხეში?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჩუმად უნდა თქვა ხოლმე ეგ, რადგან შეიძლება, გადაგასახლონ. :))) მადლობა! ჩუმად უნდა თქვა ხოლმე ეგ, რადგან შეიძლება, გადაგასახლონ. :))) მადლობა!
1. მოკლედ, ეს საიტი ნელ-ნელა საინტერესო ხდება! ბოლო დროს რამდენიმე ისეთი ავტორია, რომელსაც სიამოვნებით ვუცდი ხოლმე, ერთ-ერთი შენ ხარ! +5
თუ საქმეს დაჭირდა შემოვალ და ვიმსჯელებ რატომაც! მოკლედ, ეს საიტი ნელ-ნელა საინტერესო ხდება! ბოლო დროს რამდენიმე ისეთი ავტორია, რომელსაც სიამოვნებით ვუცდი ხოლმე, ერთ-ერთი შენ ხარ! +5
თუ საქმეს დაჭირდა შემოვალ და ვიმსჯელებ რატომაც!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|