| ავტორი: ელენე96 ჟანრი: პროზა 19 სექტემბერი, 2024 |
ალბათ, ახალს ვერაფერს გეტყვით ჩემს მწერლობაზე, თუმცა რაც მთავარია იმას გავიმეორებ, თუ რამ შთამაგონა რომ ხელში კალამი დამეჭირა და წერა დამეწყო. ფიქრშიც არ დამიშვია ის ფაქტი, რომ ის რაიმე სხვით შემეცვალა. მტკიოდა, ძალიან მტკიოდა, (მე ახლაც მტკივა.) მაგრამ ძალა და გამბედაობა მაინც შემწევდა, რომ ჩემი ეს ემოციები ყელში კი არ დამეგუბებინა, არამედ ის, თეთრ ქაღალდზე (ნოუთბუქში) გადამეტანა. ხშირ შემთხვევაში მან მე გადამარჩინა და მეტსაც გეტყვით, რომ ზოგჯერ იარაღიც გამხდარა სხვისთვის. შეუძლებელია ვინმე კითხულობდეს ჩემს შემოქმედებას, სადღაც საკუთარ თავს მაინც აღმოაჩენს და მერე გაუჩნდება განცდა, რომ ,,ნეტავ ახლა ეს ამან საიდან იცოდა?“ სინამდვილეში მწერლები იმაზე მეტს ვხედავთ და ვამჩნევთ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ შეგვიძლია შენში დავინახოთ სულისკვეთება, ძალა, მონდომება და მერე ეს ყველაფერი ერთ მთლიანად ამბავად გარდავქმნათ. ჩვენ ზოგჯერ ვისრუტავთ იმ ყველაფერს, რასაც ვისმენთ, ვხედავთ, ვგრძნობთ. აქაც, ჩემს შემოქმედებაში, თქვენ ხშირად შეხვდებით, ორს ერთმანეთზე შეყვარებულს, იმდგაცუებულ ქალს, მარტოხელა დედას, ობოლ ბავშვს... აქ, თქვენ შეხვდებით: გზააბნეულ კაცს, ემიგრანტს, მშობელს, სტუდენტს.. აქ, იქმნება სამყარო, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება ჩვენი ყოველდღიურობისგან, თუმცა მაინც ვსწავლობთ რაღაც ახალს.
**
სახლში დავბრუნდი. დიახ, აქ არის ჩემი სახლი. სახლში, სადაც ყველაფერი ჩემი ხელით არის შექმნილი. აი, აქ, ჩემს ნოუთბუქში ინახება ფაილები, სადაც მთელი ჩემი ცხოვრებაა თავმოყრილი. სახლი არც ისე დიდია, თუმცა აქ, ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. არც დალევა მიყვარს, თუმცა სამზარეულოსთან ახლოს, გამოყოფილი მაქვს კუთხე სასმელებისთვის. ზოგი ნაჩუქარია, ზოგიც თავად მე შევიძინე მოგზაურობისას. სანამ კარგად შევისწავლიდი ამ ქვეყანას და მათ ადათ წესებს, მანამდე ვმოგზაურობდი სხვადასხვა ქალაქებში და სასმელების დიდი ნაწილიც სწორედ ასე მაქვს შეძენილი. ბევრი არც მიფიქრია ისე დავუბრუნდი ჩემს სახლს, სამსახურს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე დარჩება როგორც არის. საუბარია ამბავზე, რომელიც ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მელანიას ცხოვრებას ერთი დიდი ბურუსით არის მოცული. ახლა, ის კაცი ფიქრობს, რომ ფულით ყველაფერს იყიდის, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვს, რომ ერთ დღეს, ის ფული უბრალოდ მაკულატურად იქცევა. აქ, მთავარი ღირსება და ადამიანობაა, რომელიც ვფიქრობ, რომ მას არ გააჩნია. ჯერ კიდევ გასარკვევია, სად არის მელანიას ოჯახი? მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, მე მაინც დაუჯერებელი მგონია ეს ამბავი, რადგან ამ კაცის გამოჩენა და მელანიას გარშემო ოჯახის გაუჩინარება ერთმანეთს ემთხვევა. არ მინდა დავიჯერო, რომ მისმა ოჯახმა მელანიას სანაცვლოდ დიდი თანხა აიღეს და მერე შვილი ისე დაუთმეს სხვას, როგორც არაფერი. ეს ყველაფერი ისეთი ცუდი წარმოსდგენია, რო ისევ გირჩევნია იცოდე, რომ გარდაცვლილები არიან.
** რაც უფრო მეტი განათლებული ადამიანი ჰყავს მწერალს, მით უფრო ძლიერია ხელოვანიც. წლების წინ, როდესაც ამ ქვეყანაში ჩამოვედი არავის ვიცნობდი, არავინ მყავდა საკუთარი თავის გარდა. ერთდროულად მიპყრობდა შიშის და იმედგაცრუების განცდა. მეშინოდა, რომ ამ სიახლეებს ვერ გავუძლებდი და იმედს გამიცრუებდა ქვეყანა, არამედ საკუთარი თავი. აქ, სამსახურის დაწყება მარტივი არ იყო, თუმცა პირველად რომ ფოსტაში მოვხვდი უკვე უდიდესი მიღწევა იყო ჩემთვის და ასეც არის. გავიცანი უამრავი ადამიანი, დავაგროვე ძალიან დიდი გამოცდილება და დღეს, როცა იმ წლებს ვუყურებ მადლიერი ვარ, იმ იმედგაცრუების, შიშის, უძილობის, შრომის... მადლობელი ვარ იმ ადამიანებით, ვინც ცხოვრების იმ ეტაპზე გზას დამაყენეს. აი, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომ მე დღეს კაცად შემქმნეს. ბატონი ჯონი, მაშინ ფოსტაში დარაჯად მუშაობდა. პირველად, რომ შემომხედა მშობლებს ჩამორჩენილი ბავშვი ვეგონე და საჭმელი გამომიწოდა. მისი გამოხედვა დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც მამაჩემს ჰქონდა და ამით მიიქცია ჩემი ყურადღება. მახსოვს გემრიელად მივირთვი ღვეძელები, რომელიც მისი მეუღლის მომზადებული იყო. ბევრი ვისაუბრეთ ცხოვრებისეულ სირთულეებზე და ასე მოვიდა ჩემი წასვლის დროც. ყოველდღე, როცა სამსახურში მივიდოდი, ან მე მიმქონდა მისთვის ყავა და საჭმელი, ან თვითონ მახვედრებდა. აი, ასე იბადება ურთიერთობები. ნამდვილი და კეთილი ადამიანებისგან. არასდროს არ დამავიწყდება მისი ნებისმიერი რჩევა და დღესაც, როცა რაიმე მჭირდება ბატონი ჯონი, ყოველთვის ჩემს გვერდით არის. ასე მგონი, რომ მამაჩემმა სულ სხვა ქვეყანაში თავისი თავი გამომიგზავნა. სიკეთე არასდროს იკარგება. ეს სულ გახსოვდეთ და როცა რედაქციაში გადმოვედი სამუშაოდ ისიც აქ გადმოვიყვანე. ახლა, აქ ტექნიკური მენეჯერია, თუმცა მაინც ვცდილობთ, რომ ძალიან არ დავტვირთოთ. ** - ბატონო საბა, თქვენი სტუმრები მოვიდნენ! _კარიდან ნენემ შემოყო თავი. ის, ჩემი ასისტენტია. - ძალიან კარგი, შემოიპატიჟე. - ოქრო კაცს და ადამიანს გაუმარჯოს, როგორ ხარ? - კარგად ვარ დეტექტივო, თქვენ როგორ ხართ? - მეც არამიშავს, ბებრულად. - რადროს სიბერეა, თანაც არამგონია თქვენისთანა კაცი ოდესმე ბერდებოდეს. - ჩემო საბა, სიმართლე გითხრა კარგია, რომ კაცი ბერდება. სხვანაირად ვერ დარწმუნდებოდა, რომ ქალის გონება ველტიკალურია და ზოგჯერ ბრუნვადი, _ გაეცინა. - მითხრეს, რომ მარტო არ აპირებდით მოსვლას. - დევიდია ჩემთან ერთად. უბრალოდ შემოსასვლელში დარჩა, მისი ყურადღება ღვინის ბოთლებით გაფორმებულმა კედელმა მიიქციია, _ თან უკან იხედება. - დევიდი? - ჩემი მეგობარია. აი, ისიც! _და შემოდის მაღალი, მხარბეჭიანი, მოწესრიგებული წვერ-ულვაშით და სკამზე ისე ჯდება, თითქოს მეფე იყოს და თავის ჯარს საომრად უშვებდა. - მაპატიეთ, ცოტა შემაგვიანდა. - არაუშავს. დევიდი ხომ? - შენ, საბა უნდა იყო. - კი, ძმაო სასიამოვნოა. რა შემოგთავაზოთ, რას მიირთმევთ? - მე ყავა, _დევიდმა ხელი აწია. _მე უბრალოდ წყალს დავლევ, _დეტექტივმაც დაამატა. - ნენე, ორი ყავა და დეტექტივს წყალი მოუტანე. - დიახ, ახლავე. _ნენემ მაშინვე დატოვა კაბინეტი.
** ვინც ელენეს შემოქმედებას კარგად იცნობს ეცოდინება ისიც, რომ დეტექტივი კარგ პიროვნებასთან ერთად თავის საქმეში საკმაოდ ძლიერია. მას აქამდე არაერთი საქმე გამოუძებია და არავინ მისით უკმაყოფილო არ დარჩენილა. გაბრიელი, ცნობილია ამბავით ,,ჩემი პროფესია“ სადაც დეტალურად არის აღწერილი მის პირველი ნაბიჯები და საქმე, რომელიც სირთულეების მიუხედავად, მაინც წარმატებით დასრულდა. გაბრიელს დიდი და ლამაზი ოჯახი ჰყავს. ის, აქედან რამოდენიმე ქალაქის მოშორებით ცხოვრობს. თავიდან მის შესახებ ბატონი ჯონისგან შევიტყვე და როგორც კი მისი ისტორია მოვისმინე მაშინვე აღრფთოვანებული დავრჩი. ახლა, როცა ვიცი, რომ მელანიას საქმე ასეთ საიმედო ადამიანს ვანდე უკვე მჯერა, რომ მალე სამართლიანობა იზეიმებს. აი, დევიდის შესახებ კი პირველად გავიგე, თუმცა ის ცნობილი ყოფილა, როგორც გამოცდილი ჯაშუში. ნებისმიერი საქმე, რომელსაც აქამდე ხელი მოკიდა შუა გზაში არ მიუტოვებია. როგორც ჩანს დეტექტივმა ჩათვალა, რომ მელანიას საქმეშიც საჭირო იყო აქაც ამიტომ მოიყვანა. ბევრი რამეზე არ გვისაუბრია, თუმცა ისედაც ნათელია, რომ კაცი, რომელიც ჩემს ქალაქში ცხოვრობს, ძალიან ბინძური წარსული აქვს. სახლში მივედი თუ არა მაშინვე ყავის აპარატისკენ წავედი. იქამდე, ვიდრე ყავა მზადდებოდა გიორგის ტელეფონზე ვუპასუხე:
- ბიჭო, სად ხარ აქამდე? დილიდან გირეკავ. - ბევრი საქმე დამხვდა და ვეღარ მოვიცალე ტელეფონისთვის. მანდ რა ხდება? - ძველებურად, რაც შენ წახვედი თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. - გიო, მალე ყველაფერი სხვაგვარად იქნება. - შენ კიდევ მასზე ფიქრობ? - კი, ძმაო და არ გავჩერდები, სანამ ეგ გოგო თავისუფლებას არ მოიპოვებს. - იქნებ უბრალოდ ჯობია შეეშვა. - ბიჭო, სიტუაციას ანალიზებ საერთოდ? ვიღაც ნაბიჭვარს, ახლა გოგო სახლში ჰყავს გამომწყვდეული და ისე ატრიალებს ყველაფერს, როგორც მას უნდა. ჯერ კიდევ გასარკვევია, ეგ გოგო, ჯანმრთელობის გამო არის ცუდად თუ წამლების ზემოქმედების ქვეშ ჰყავთ. - ვახ, ისე მაგაზე კი არ მიფიქრია. - მე კიდევ ძალიან ბევრ რამეზე ვიფიქრე და უეჭველი ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.
** ვიღაც რეგვენს ხელს რომ შეუწყობ, შენც რეგვენი გამოდიხარ. იმიტომ დარჩა სულ ცოტა ადამიანი. არ გვეშინია, არ გვერიდება, არც გვაწუხებს სინდისის შეგრძნება. რეგვენს არ გააჩნია ღირსება, მეობა, ადამიანობა... ისინი თავისდაუნებურად კი არ სჩადიან ,,საგმირო საქციელებს“ არამედ მიზანმიმართულად არიან განწყობილები ყველა იმ გადაწყვეტილების მიმართ, რაც ჩაიფიქრა. არ დაუჭიროთ მხარი რეგვენს, თუ გინდათ, რომ გადავრჩეთ. რაც ჩემ უწინდელ ცხოვრებას დავუბრუნდი ბევრ რამეზე დავფიქრდი და მაინც ვერ ვივიწყებ იმ ქალის გამოხედვას, რომელიც სრულიად მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს გონებაში. თავგზა ამირია და ახლა არ ვიცი, მის დახმარებას რამდენაც მალე შევძლებ. სადაც არ უნდა გავიხედო, მის მხრებს, გრძელს და შავ თმას ვხედავ. მხრებზე გადაუყრია და ისე ბზინავს, რომ ჩემს ყურადღებას მაშინვე იქცევს. მისი ღიმილიც ისეთი ბავშურია, წამითაც ვერ იფიქრებ, რომ მას ამდენი სირთულე აქვს გადატანილი. მინდა დავიჯერო, რომ ჩვენ ერთად ყოფნა შეგვიძლია და ამაში ხელს არავინ შეგვიშლის, მაგრამ მის გარშემო იმდენი კითხვის ნიშანი გაჩნდა, არც კი ვიცი საბოლოოდ რა შეიძლება მოხდეს. იქნებ სულაც თავისი სურვილით ცხოვრობს იმ კაცთან და ეს ყველაფერიც გამოგონილი ჭორია, მაგრამ მე ხომ შევხვდი მელანიას. ჩვენ სრული 24_საათი გავატარეთ ერთად. ვიქცეოდით ისე თითქოს, სამყაროში ჩვენზე ბედნიერი წყვილი არ არსებობდა. ვირბინეთ წვიმაში ერთად, წავუკითხე მისი საყვარელი ლექსი, გავატარეთ ვნებიანი საღამო და როცა გათენდა მეორე დღე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემთან ერთად თავს ყველაზე ბედნიერ ქალად გრძნობდა. ახლა რა ხდება? მიმტკიცებენ, რომ მას არაფერი ახსოვს და სულაც ცხოვრობს კაცთან ერთად, რომელიც მისი მდგომარეობით სარგებლობს. უკვე არ ვიცი, რა უნდა დავიჯერო და ამიტომ თავიდან ბოლომდე დეტექტივს ვანდე ეს საქმე.
** გადავწყვიტე უქმე დღეები ჩემს ოჯახთან ერთად გამეტარებინა და ასე მოულოდნელად დედაჩემს ბაზარში ავედევნე, რომელიც პროდუქტების საყიდნელად იყო გამოსული. ,,შვილო, სულ გაგიჟებულხარ, აცივდა და შენ მაინც ქურთუკის გარეშე დადიხარ.“ არადა ჯერ კიდევ სექტემბერია და მაგდა მიმტკიცებს, რომ თხლად მაცვია. მაგდა დედაჩემია და მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს. ვიყიდეთ ერთად ბოსტნეული, შემდეგ სასურსათო მაღაზიაში შევიარეთ და ბოლოდ თაფლი იყიდე, რომელსაც ყოველ დილით სიამოვნებით მიირთმევს. მეც სანამ მანქანას მოვიყვანდი მაგდას ხელში იმდენი რამ ეჭირა არ ვიცოდი რომელი ერთი გამომერთვა. ,,დედა, რამდენჯერ გითხარი, რომ ყველაფერს ერთბაშად ნუ წამოიღებ“. რა ბედნიერებაა, როცა სულ მცირედით მაინც, შეგიძლია მშობელს დაეხმარო. ახლა, აქ, მე რო არ ვყოფილიყავი ისევ მარტო მოუწევდა ამდენი რამის წაღება. მანქანა დროებით გიორგის გამოვართვი და უნდა ნახოთ, შიგნით რა ხდება. ყველგან ქალის კოსმეტიკაა, სამკაული, სუნამო ან რაღაც ჰიგიენური საშვალებები. ,,შვილო, გიორგის უთხარი მანქანა მოაწესრიგოს. რას გავს აქაურობა.“ ეს იყო და ხელში დედაჩემს ქალის თეთრეული მოხვდა. უხერხულობისგან მაშინვე გამოვართვი და არც ვიცოდი სად უნდა წამეღო. ის იყო დედაჩემი სახლში დავტოვე და მაშინვე მანქანა მოსაწესრიგებლად წავიყვანე. ერთი ყუთში მოვათასე ყველაფერი, რაც გიორგის მანქანაში შევაგროვე და მის ოფისში, მაგიდაზე წინ დავუდე.
** - ვა, საჩუქარი ჩამომიტანე? - არა, საყოფაცხოვრებლო ნივთებია, _და ყუთიდან მაშინვე ქალის სუნამო ამოიღო. - ბიჭო, რა კარგი არომატი აქვს. მაგდას დაუთრიე? _და აგრძელებს დანარჩენილი ნივთების ამოლაგებას. - კარგად ნახე, კარგად! - მეღადავები? რა ქალის გარდირობი მომიტანე აქ. - აი, ეგ ყველაფერი შენს მანქანაში იყო. მაგდა, ბაზრიდან რომ წამოვიყვანე გაგიჟდა ქალი ეს ყველაფერი რო ნახა. - მოიცადე, და ყველაფერი? - არა, მაგრამ ტეხავს რა. შენც კიდევ სანამ ქალს მანქანში ჩაისვამ იქამდე მოაწესრიგე. - ბიჭო, ვინ უყურებს მაგას. მთავარია ქალი იყოს თანახმა. - ჩაალაგე ახლა ეგ ყველაფერი უკან და წამომყევი, კარგი ადამიანი უნდა გაგაცნო.
** გიორგი, ახლა ერთადერთია ვისაც ვენდობი. თავიდან ცოტა შეეშინდა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მე ისეთს არაფერს ჩავიდენ, რომ ამით ჩემს საყვარელ ადამიანებს საფთხე შევუქმნა. დევიდს იქამდე ველაპარაკე სანამ ჩამოვიდოდი და ისიც უკვე ამ ქალაქშია. შესახვედრად სანაპიროსთან ახლოს, კაფე შევარჩიეთ. დევიდი ისევ ისეთია, მოწესრიგებული და დახვეწილი მანერებით. გიორგიმ ხელი ჩამოართვა თუ არა მაშინვე დარწმუნდა, რომ საკმაოდ სერიოზულ კაცთან გვქონდა შეხვედრა.
** - ბიჭებს გაუმარჯოს! - დევიდ, გაიცანი, ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია, გიორგი. - სასიამოვნოა გიორგი. ლუდი შევუკვეთე, ხომ დალევთ? - სიამოვნებით! _უპასუხა გიორგიმ. - ლამაზი ქალაქია. აქაურობის შესახებ აქამდეც ბევრი მსმენია, მაგრამ პირველად ვარ აქ. - დევიდ, შენ კი არა მეც ხუთი წლის შემდეგ, მეორედ ჩამოვედი, _ამასობაში ლუდიც მოიტანეს. - გიორგი, შენ რას საქმიანობ? - პატარა ბიზნესი მაქვს. იმდენი, რომ საკუთარ თავს და ოჯახს ყოფნით. - ეგრე დაიწყეს ჩემ მეგობრებმაც ავეჯის ბიზნესი და ვაღიარებ კარგად მისდით საქმე. არადა თავიდან მეგონა, რომ მათგან არაფერი გამოვიდოდა. - აი, სწორედ ეგეთ ადამიანებს გამოსდით საქმე. მთავარი მაინც მონდომებაა. - გაიხარე გიორგი. მართალი კაცი ხარ შენ და მოდით ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს! - გაუმარჯოს!!!
** მოსაღამოვდა. გიორგის მანქანა დავუტოვე და გადავწყვიტე ცოტახანს სანაპიროზე დავჩენილიყავი, შემდეგ, გავჩერდი მელანიას კაფესთან. ეტყობოდა, რომ რამოდენიმე კვირაა არ გახსნილა. ეზოშიც ყველაფერი ისე დაუტოვებით, როგორც იყო. არადა მას როგორ უყვარს ეს კაფე. ამ სიყვარულსაც ყოველთვის საქმით ამტკიცებდა. ეზოში შესვლა დავაპირე და მოულოდნელად მაჩერებს ქალი და მეუბნება ასეთ რაღაცას. ,,შვილო, არ გინდა, ეს ადგილი დაწყევლილია“. ქალს ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო, მაგრამ არამგონია ცუდი განზრახვა ჰქონოდა. დაველოდე, როგორც კი ის ქალი იქაურობას მოშორდა შიგნით შევედი. ის ლამაზი, მოწესრიგებული, განათებული ეზო ჩაბნელებულიყო. მცენარეები უწყლოობისგან სულ დამჭკნარიყვნენ და მაგიდებიც ალაგ-ალაგ ეწყო. სკამი გავასწორა და ცოტახანს ჩამოვჯექი. მინდოდა, რომ ესთი ხელის მოსმით იქაურობა ისევ ისეთი ნათელი და ხალხით სავსე გამეხადა, მაგრამ ვაი, რომ მელანიას გარეშე იქაურობა მაინც ბნელი იქნება. ბევრი ვიფიქრე და გამახსენდა საკუთარი თავი, ვარდებით ხელში. როგორი ბედნიერი ვიყავი, როცა მეგონა რომ ცხოვრებას ვუკავშირდებდი ქალს, რომელმაც ძალიან მოკლე დროში შემცვალა. გამოსვლას ვაპირებდი და მესმის უკნიდან ნაცნობი ხმა:
- ვინ ხართ და აქ როგორ შემოხვედით?! - მაპატიეთ, კარები ღია იყო და გადავწყვიტე, რომ მენახა, როგორ მიდიოდა კაფის საქმე, _ეს მელანია, მაგრამ არა ის ქალი, ვისთან ერთადაც დაუვიწყარი 24_საათი გავატარე. - კაფე რამოდენიმე კვირის წინ დაიხურა. თქვენ ჩვენი მომხმარებელი იყავით?_ ნელ-ნელა მიახლოვდება და ვცდილობ თავი შეიკავო და არაფერი ზედმეტი არ წამომცდეს. - დიახ, მე თქვენი მომხმარებელი ვიყავი, _ღმერთო ჩემო, რა ლამაზია ეს ქალი. - უცნაურია, თითქოს აქამდეც მომისმენია შენი ხმა. - რათქმაუნდა. მე ხომ თქვენი კაფის ხშირი სტუმარი ვიყავი. - არა, აქ არა. აქედან შორს, მაგრამ უფრო ახლოდან ვუსმენდი თქვენს ხმას, _მოულოდნელად ხელით შემეხო, ისევ ისე დაჟინებით უყურებს ჩემი სახის ყველა დეტალს და როგორ გინდა თავი შეიკავო და არ უთხრა, რომ ერთად ძალიან ლამაზი დღეები გავატარეთ. - ვიღაცაში გეშლებით, _ორივე ხელი დავუჭირე და ჩემგან შორს გავწიე. - ვინ არის მანდ?! _შორიახლოდან ისმის ვიღაც ყვირის. - წადით, აქ რომ დაგინახონ მოგკლავენ, _ანერვიულებული მელანია ხელით მექაჩება. - დამშვიდდი, სანამ მე შენს გვერდით ვარ არაფერი დაგემართება. - საბა, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ და წადი აქედან. - შენ, ყველაფერი გახსოვს, _არც მიფიქრია რა ხდებოდა ჩვენს გარშემო, მაშინვე ვაკოცე. - ვინ მოგცათ უფლება, რომ ამ ტერიტორიაზე შემოხვედით?! _ ეს იყო და ისე გავითიშე არაფერი მახსოვს.
** - დევიდ, სასწრაფოდ უნდა გამომყვე. საბა მოიტაცეს! - ვიცი გიორგი, ის უკვე ჩემთან ერთად არის. - საბა, ძმაო როგორ ხარ? _მაშინვე გამოიქცა ჩემსკენ. - ბევრად ცუდად იქნებოდა ყველაფერი, დევიდი, რომ დროულად არ მოსულიყო. - აი, ხო ვამბობდი რა, შარია ეგ ქალი და შევეშვათ რა ამ საქმეს, სანამ რამე უარესი არ მომხდარა. - ბიჭო, ხო ვამბობდი მელანიას ყველაფერი ახსოვს. დამინახა თუ არა მიცნო და მეტიც თავი ვერ შევიკავე და ვაკოცე. - ვახ, ბიჭო, რა გახდა ეს მელანია? - შემიყვარდა, გესმის? შემიყვარდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეგ ქალი ჩემთან ერთად იყოს.
გაგრძელება იქნება!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მართლაც შარიანი ჩანს ეს მელანია, არადა შეუყვარდა ბიჭს, სიყვარულო ვინ რა იცის რა ხარო, უხილავი სატკივარი ბრმა ხარო! მართლაც შარიანი ჩანს ეს მელანია, არადა შეუყვარდა ბიჭს, სიყვარულო ვინ რა იცის რა ხარო, უხილავი სატკივარი ბრმა ხარო!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|