ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2024


????????❤️

ჩემზეც დაწერეო პატარა ლექსიო,
ოღონდ შიგ გრძნობები არ იყოს პატარა,
ვრცელი სიყვარული სტროფებით შესვიო,
სიტყვებით დამარცვლე ვნებები ანკარა,
დაწერე ღიმილზე, სუნთქვაზე, მზერაზე,
ცახცახა პულსზე და პეპლებზე მუცელში,
მელნის ღვრით იყვირე ჩვენს ბედისწერაზე,
ფურცელსაც დაატყვე ფერადი ნუგეში.
ზაფხულის წვიმაში თავგასულ ნაბიჯზეც
დაწერე, სამყაროს მოაცვი სიგიჟე,
სურვილი აჩვენე- დაცლილი ნაპირზე,
დარცხვენილ ოცნებებს შეეხე, უბიძგე.
მსუყე მონატრება ბგერებით გარითმე,
ცაზე გამოკიდე მიზანი შიშველი...
უშენოდ არცერთი წამი რომ არ ითმენს
ამაზე დაწერე ოდნავი სისველით.
სიცოცხლე ხელახლა შვი მქუხარ ტაეპით,
თავიდან დაიწყე, თავიდან მოყევი,
ჭრელ მოგონებებით ერთხელაც გაერთე
მერე კი ქვეყანას განძივით მოდევი.
მოშალე ყველგან და ყოველთვის საზღვარი,
სიყვარულს ჩარჩოში აბა რა ჩაატევს?
გაშალე, განავრცე, რა ზღვარი, რის ზღვარი?
ჩაკეტავ? -წადილი მთებს მაინც გაარღვევს.
-----
ჩემზეც დაწერეო პატარა ლექსიო
მთხოვე და მეც ჩვენით კალამი დავქანცე,
გულის ყველა ძგერა სტროფებით შესვიო
თქვი და ტაეპებიც ვნებებად დავფანტე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები