#ჩემი_დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნინო დარბაისელი
ილონ მასკი და ილონა ანუ მასმედიას სკანდალი ინახავს
მე არ მომწონდა და ვფიქრობ, არც უნდა მომწონებოდა ის, რომ ამ ადამიანისა და ზოგადად, ისეთი ადამიანების უკიდეგანო პიარით იყო ქართული მასმედია დაკავებული, საზოგადოების ფსკერს რომ წარმოადგენენ, ხოლო მუდმივად ჩქმალავდა საპირისპიროდ - პოზიტიურ ადამიანურ მიღწევებსა და ასე შემდეგ, … ზნეობრივ ღირებულებათა ორიენტირებს მეტისმეტად ურევდა, ან თავზე მოქცეულ ქვედა ორიენტირთა ჩრდილში იჩქმალებოდა თუ რამ ნათელი გაგვაჩნდა… თუმცა იქვე ვხედავდი, რომ არსებობდა, ასე ვთქვათ, “საზოგადოებრივი დაკვეთა “, რომელსაც ტელევიზია და ზოგადად, მასმედია ასრულებდა და ასრულებს, საზოგადოებრივი დაკვეთა, რომელიც - მსოფლიოში ყველა ეროვნების მსმენელის, მკითხველისა თუ მაყურებლისთვისაა დამახასიათებელი და მისი მოტივი, საფუძველი - ადამიანის, საზოგადოების ბუნებაში ძევს. საქართველოა თუ ამერიკა - მსმენელ- მაყურებელს მუდამ სხვის საცვლებში ფათური ურჩევნია, სხვის დალაგებულ და წარმატებულ ცხოვრებაზე ყურადღების ხარჯვას. ასე იგი არა მარტო სიამოვნებას იღებს, არამედ საკუთარ თვითშეფასების კოეფიციენტსაც მაღლად ინახავს, მარტივად, საკუთარი ცხოვრების წესს, ღირებულებებს, თავგადასავალს უფარდებს ,, სელებრითებისას” და შედეგად, ან თავისი - უპირატესი ჰგონია, ან ყოველ შემთხვევაში სელებრითიც თავისნაირად მიაჩნია. ადამიანისთვის დამახასიათებელი .თვითიდენტიფიცირების ფსიქოლოგიური მექანიზმის მუშაობის შედეგია ეს. ახლა, წარმოიდგინეთ, ილონ მასკს როგორ დავემსგავსებით, იმის სიმაღლეს ჩვენ, რიგითები რას შევწვდებით და ვინმე ილონას დონემდე დამდაბლება ხომ ყველას შეგვიძლია, არა? ის ხომ მაინც შეგვიძლია, ულუფებად ვყლაპოთ ყოფითი, ჩვენსას მინამსგავსი ამბები, მასკის ბიოგრაფიიდან, მასმედია რომ უხვად გვაზიარებს. მაგალითად, ამერიკაში დღემდე არკვევენ, ელვის პრესლის გერმანიიდან საცოლედ ჩამოყვანილ არასრულწლოვან პრესილასთან, ცოლად შერთვამდე სექსი ჰქონდა თუ არა,. ცნობილია, რომ
” მასმედიას ინახავს სკანდალი”
და ამას უნდა შევეგუოთ, გვინდა თუ არა… მე არასოდეს დამიმალავს, რომ სკანდალი - სკანდალად, მაგრამ საქართველოში მეტისმეტი დეზორიენტაცია ხდება ახალი თუ ძველი თაობისა. თუ რამე დაბალანსებულად მაინც არ მიეწოდება საზოგადოებას, მუდმივად მისი ,,ტვინის გამორეცხვის” პროცესი მიმდინარეობს ახლა ამაზე არაა ლაპარაკი. **£ არცერთი ადამიანი, გესმით? არცერთი!!! მიუხედავად თავისი ცხოვრების წესისა, ასაკისა, საქმიანობის ხასიათისა და ასე შემდეგ, არ იმსახურებს, რომ ვინმეს მიერ მოკლული იყოს. კანონში არ არსებობს ვინმე ადამიანის მიერ კარგი და ცუდი, სასარგებლო და უსარგებლო, მისაბაძი და განსაბაძი ადამიანისადმი მოპყრობის განსხვავებული კრიტერიუმები. ერთადერთია კანონი, რომლის წინაშეც ყველა ერთია ცივილიზირებულ ქვეყნებში… წუხელ იოანეს სახარებას ვკითხულობდი და იმ მომენტს დავუფიქრდი, ქრისტესთან რომ მოწინააღმდეგეებმა ქალი მიიყვანეს, რა ვუყოთ, გარყვნილების დროს დავიჭირეთო, ქრისტე რომ რაღაცას წერდა მიწაზე (ნეტა რას?) არა, არ ვაპირებ აქ იმის შეხსენებას, “პირველი ქვა ვინ უნდა ესროლოსო და ა.შ, სხვა რამემ დამაფიქრა. ის ქალი, მარიამ მაგდალელი იყო თუ ვინც, ხომ მარტო ვერ იზამდა იმ საქმეს, სად არის კაცი? კაცი სად არის- მეთქი! თითქოს არც მაშინ არსებულა,. ქალებს ქათმებივით კლავენ საქართველოში ქმრები თუ ყოფილი ქმრები, ყოფილი შეყვარებულები. ჩემთვის კესარია ახლა არის ქალი, რომელიც ერთი მათთაგანი გახდა გუშინ. … და ისევ ვტირივარ!… მაპატიეთ, ეტყობა ფარული ფემინიზმით ვარ შეპყრობილი და არ ვაღიარებ. მე, როგორც ქრისტიანს, მჯერა, რომ კესარია ჯოჯოხეთში მოხვდება, იქაა მისი ადგილი, მაგრამ იმისაც მჯერა, რომ მიწიერი ცხოვრება ისე ჯოჯოხეთურად დაასრულა, ვერც მიხვდება, სად მიეგო სამუდამო სამყოფელი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. Gu Liza #დილაუზმოს_ფიქრებიდან ეს მეგობრის პასუხად, კომენტარში დავწერე და იდოს ცალკეც.
არა განიკითხო?!
ამან ხომ მომკლა საქართველოში ,,არ განიკითხოო”. ამას ეფარებიან მუდამ, უფლის გზიდან გადამხვევნი. ნება მომეცით, დავაზუსტო:
ვისაც უფალი განიკითხავდა, მისთვის უფლისავე სიტყვების შეხსენება - განკითხვა არაა, შეხსენებაა(!!!) ჩვენი - ადამიანური საზომებით განკითხვაა - ცოდვა, რადგან იქვე მაცხოვარი განაგრძობს, რაითა საზომითაცა განიკითხო, იმავე საზომით მოგეზღვებაო. გუშინ ერთი კამათი მქონდა, “ფორუმ ჯი- ზე” ვიღაცეები მიმტკიცებდნენ, ქრისტეს ტრანსგენდერებზე არაფერი უთქვამსო. ეს არის იდეოლოგიური დეზინფორმაცია. და მისი სიმართლე ისე შეესაბამება რეალობას, როგორც რიცხვი 33 ანუ ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ვადა შეესაბამება მარადისობას ანუ მისი რეალური ღმერთობის დროს თუ უდროობას. სახარება ხომ ძირითადად გვაცნობს მხოლოდ ქრისტე ღმერთის მიწიერი ცხოვრების, “განკაცების “ და მისი კვლავ ღმერთში დაბრუნების დროით მონაკვეთს, 33 წელიწადს, არა? ხოლო იესო ქრისტე მაცხოვარი უკვე იყო ღმერთში, არა მხოლოდ შესაქმის დროს, არამედ შესაქმემდე. ეს მრავალჯერ არის ნათქვამი ბიბლიაში, მათ შორის იოანეს სახარება პირდაპირ ამით იწყება. ანუ ძველ აღთქმაში ღმერთის რისხვისას - სოდომისა და გომორას მიმართ, ის, მაცხოვარი - ღმერთში იმყოფებოდა,(გავიხსენოთ სახარებიდან მისივე სიტყვები მოსეზე საუბრისას, იგი მოკვდავი იყოო, “ხოლო მე ვარო”)
კესარია იყო ცოდვილი. ცოდვილი ვარ მეც. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის არავის აუკრძალავს, ვაღიარებდე ვინმეს ცოდვილობას, მაგრამ სიყვარულით ვიყო მისდამი განმსჭვალული, მეცოდებოდეს! განა ღმერთიც ასე არ ექცევა ცოდვილებს?!
ეს ერთს ვუპასუხე, რაზე, ფოტოზე ჩანს.
“ მე ეს დღეებია, მომხდარი უბედურების გამო გამო, კოშმარები მტანჯავს და ვტირივარ.
ხოლო რაც შეეხება მიცვალებულისადმი პატივისცემას, პატივი იქნებ თავად გეცათ, თუნდაც იმით, რომ ვიდრე სხვას რამეს მიუთითებდეთ, ჯერ თავად გარკვეულიყავით ელემენტარულზე ელემენტარულ საკითხებში, მაგალითად, იმაში, რომ ეს ხალხი თვითონ ნამდვილად არ ირჩევს, როგორი დაიბადოს(!!!)) მაგრამ მათ დღეს დასავლური საზოგადოების, მედიცინის, სამეცნიერო- ტექნიკური პროგრესის განვითარებამ საშუალება საშუალება მისცა, გააკეთონ არჩევანი, თუ ვინ იყვნენ.(!!!) ყველანაირად, ფინანსურადაც კი ეხმარებიან, მაგალითად ამერიკაში, რადგან სულაც არ ჯდება ეს ყველაფერი თუნდაც ფინანსურად იაფი. თავისუფალი არჩევანის შემდეგ ყველაფერი კი არ მთავრდება, იწყება. ასეთ ადამიანის მორგებას ახალ იდენტობასთან უამრავი სახის სოციალური, ფსიქოლოგიური, ფინანსური და ა.შ პრობლემების დაძლევა სჭირდება და აქაც არაერთი დახმარება ეწევა.
იმედია, შემდეგისთვის უკეთ დაფიქრდებით.” Gu Liza #დილაუზმოს_ფიქრებიდან ეს მეგობრის პასუხად, კომენტარში დავწერე და იდოს ცალკეც.

იმედია, შემდეგისთვის უკეთ დაფიქრდებით.”
1. არცერთი ადამიანი, გესმით? არცერთი!!! მიუხედავად თავისი ცხოვრების წესისა, ასაკისა, საქმიანობის ხასიათისა და ასე შემდეგ, არ იმსახურებს, რომ ვინმეს მიერ მოკლული იყოს. ეს არის ჭეშმარიტი სიტყვები, ასჯერ შემიძლია გავიმეორო და კესარიას უბედურებაზე მეც ვტირივარ.
არცერთი ადამიანი, გესმით? არცერთი!!! მიუხედავად თავისი ცხოვრების წესისა, ასაკისა, საქმიანობის ხასიათისა და ასე შემდეგ, არ იმსახურებს, რომ ვინმეს მიერ მოკლული იყოს. ეს არის ჭეშმარიტი სიტყვები, ასჯერ შემიძლია გავიმეორო და კესარიას უბედურებაზე მეც ვტირივარ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|